ანა ვან ეგმონტი | |
---|---|
ორანის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 6 ივლისი, 1551 |
მმართ. დასასრული: | 24 მარტი, 1558 |
წინამორბედი: | ანა ლოთარინგიელი |
მემკვიდრე: | ანა საქსონიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | მარტი, 1533 |
გარდ. თარიღი: | 24 მარტი, 1558, (25 წლის) |
მეუღლე: | ვილემი, ორანის პრინცი |
შვილები: |
მარია ფილიპს ვილემი, ორანის პრინცი მარია, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის გრაფინია |
მამა: | მაქსიმილიან ვან ეგმონტი |
დედა: | ფრანსუაზ დე ლანოი |
ანა ვან ეგმონტი (ნიდერლ. Anna van Egmont; დ. მარტი, 1533 — გ. 24 მარტი, 1558) — ნიდერლანდელი დიდგვაროვანი. ორანის პრინცესა 1551-1558 წლებში როგორც ვილემ ორანელის პირველი მეუღლე.
ანა დაიბადა გრავში, ადგილობრივი დიდებულის, მაქსიმილიან ვან ეგმონტისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ დე ლანიოს ქალიშვილი. 1548 წელს, მამის უვაჟოდ გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა ბურენის, ეგმონტის, ლირდამისა და ლინგენის გრაფინია.
1551 წლის 6 ივლისს ცოლად გაჰყვა ორანის პრინც ვილემს, რომელთანაც ბედნიერ ქორწინებაში სამი შვილი გააჩინა:
ანა გარდაიცვალა 1558 წლის 24 მარტს ქალაქ ბრედაში, სრულიად მოულოდნელად, 25 წლის ასაკში. ამის შემდეგ ვილემი კიდევ სამჯერ დაქორწინდა და სამივე ცოლთან სულ ცამეტი შვილი შეეძინა.
|