ანდების ცვილის პალმა (ლათ. Ceroxylon alpinum) — ერთლებნიანი მცენარე პალმების ოჯახისა. აქვს 30 მეტრზე მაღალი ღერო, რომელიც ცვილით არის დაფარული. იზრდება კოლუმბიის ანდებში, ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე.[1] ფოთლები 6–7 მეტრის სიგრძის და მარაოსებრი ფორმისაა.[2] წელიწადში ერთი პალმიდან 10 კგ-მდე ცვილს იღებენ.[1] მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება ჰაბიტატის სოფლის მეურნეობისათვის გამოყენების გამო, თუმცა შემონახულები არიან გაჩეხილი ტყეების ადგილებში და ყავის პლანტაციებში. სახეობის რეგენერაცია ცუდი ხარისხისაა.[3]