პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 5 ივნისი, 2001 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | უნივერსიტატეა კრაიოვა | ||
ნომერი | 5 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2020–2024 | დინამო თბილისი | 99 | (8) |
2024– | უნივერსიტატეა | 25 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2016–2018 | საქართველო 17-წლ. | 3 | (0) |
2018– | საქართველო 19-წლ. | 12 | (1) |
2020–2023 | საქართველო 21-წლ. | 13 | (1) |
2022– | საქართველო | 17 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 აგვისტო, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 ივნისი, 2024 |
ანზორ მექვაბიშვილი (დ. 5 ივნისი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბ კრაიოვას „უნივერსიტატეას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
მექვაბიშვილი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. „დინამოს“ მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ქვეყნის პირველობის, თასის გათამაშებისა და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ჩათვლით სულ 113 მატჩში (13 გოლი) მიიღო მონაწილეობა. მის შემადგენლობაში ორჯერ საქართველოს ჩემპიონობა და ერთხელ საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.[1]
ახალგაზრდა ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ ძირითად გუნდში პირველად ჩისკო მუნიოსის დროს მოხვდა. თუმცა მისი დებიუტი კახა ჩხეტიანის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში შედგა. როტაციის ფეხბურთელობიდან ძირითადის წევრობასა და გუნდის ვიცე-კაპიტნობამდე გზა მექვაბიშვილმა არასრულ ორ წელიწადში გაიარა.
2022 წლის დეკემბერში 21 წლის ნახევარმცველი GFF Awards 2022-ზე წლის საუკეთესო ნახევარმცველების ნომინანტებში მოხვდა — მექვაბიშვილმა ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. წლის საუკეთესო ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელადაც იგი დაასახელეს.[2] აღნიშნულ პერიოდში მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს პოლონური „რაკუვი“ და ნიდერლანდური „ვიტესი“ იჩენდნენ.
2024 წლის იანვარში რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში, კრაიოვას „უნივერსიტატეაში“ გადავიდა, სადაც 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.[3][4]
რუმინულ კლუბში 22 წლის საყრდენი ნახევარმცველის დებიუტი „სტიაუასთან“ შინ გამართულ შეხვედრაში 21 იანვარს შედგა.[5][6]
იცავდა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. მისი დებიუტი ახალგაზრდულ გუნდში 2020 წლის სექტემბერში შედგა. იმ დროისთვის, როდესაც საფრანგეთის 21-წლამდელთა წინააღმდეგ ვასილ მაისურაძემ ახალგაზრდულში პირველად ათამაშა მექვაბიშვილი 19 წლის და 3 თვის იყო. იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და მისი კაპიტანი.
სპეციალისტების შეფასებით მექვაბიშვილს 6-იანისა და 8-იანის პოზიციაზე თამაში თანაბარი წარმატებით შეუძლია. შესაბამისად, მის ამ უნარს კლუბში, ახალგაზრდულ და პირველ ნაკრებებში მწვრთნელები აქტიურად იყენებენ ფორმაციის ცვლილებისთვის.[7]
ქვეყნის ეროვნულ გუნდში პირველად 2022 წელს ვილი სანიოლმა გამოიძახა და მარტის ორივე ამხანაგური მატჩი ათამაშა — ზენიცაში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ტირანაში ალბანეთთან.[8]
მექვაბიშვილმა 2022 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გამართული 9 მატჩიდან 7 შეხვედრაში ითამაშა. ძირითადში პირველად გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან 4–0 მოგებულ მატჩში გამოჩნდა. იმავე გიბრალტართან გასვლაზე კი ნაკრებში პირველ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2022 | 7 | 0 |
2023 | 6 | 0 | |
2024 | 4 | 0 | |
ჯამში | 17 | 0 |
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 25.03.2022 | ზენიცა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 0–1 | საქართველო | ამხანაგური | 63' | [9][10] | |
2 | 29.03.2022 | ტირანა | ალბანეთი | 0–0 | საქართველო | ამხანაგური | 75' | [11][12] | |
3 | 02.06.2022 | თბილისი | საქართველო | 4–0 | გიბრალტარი | ერთა ლიგა | [13][14] | ||
4 | 12.06.2022 | თბილისი | საქართველო | 0–0 | ბულგარეთი | ერთა ლიგა | 63' | [15][16] | |
5 | 23.09.2022 | თბილისი | საქართველო | 2–0 | ჩრდ. მაკედონია | ერთა ლიგა | 78' | [17][18] | |
6 | 26.09.2022 | გიბრალტარი | გიბრალტარი | 1–2 | საქართველო | ერთა ლიგა | [19][20] | ||
7 | 17.11.2022 | შარჯა | მაროკო | 3–0 | საქართველო | ამხანაგური | 78' | [21][22] | |
8 | 08.09.2023 | თბილისი | საქართველო | 1–7 | ესპანეთი | ევრ. შეს. | 46' | [23][24] | |
9 | 12.09.2023 | ოსლო | ნორვეგია | 2–1 | საქართველო | ევრ. შეს. | 76' | [25][26] | |
10 | 12.10.2023 | თბილისი | საქართველო | 8–0 | ტაილანდი | ამხანაგური | [27][28] | ||
11 | 15.10.2023 | თბილისი | საქართველო | 4–0 | კვიპროსი | ევრ. შეს. | 85' | [29][30] | |
12 | 16.11.2023 | თბილისი | საქართველო | 2–2 | შოტლანდია | ევრ. შეს. | 70' | [31][32] | |
13 | 19.11.2023 | ვალიადოლიდი | ესპანეთი | 3–1 | საქართველო | ევრ. შეს. | 60' | [33][34] | |
14 | 09.06.2024 | პოდგორიცა | მონტენეგრო | 1–3 | საქართველო | ამხანაგური | 80' | [35][36] | |
15 | 18.06.2024 | დორტმუნდი | თურქეთი | 3–1 | საქართველო | ევრო 2024 | 89' | [37][38] | |
16 | 22.06.2024 | ჰამბურგი | საქართველო | 1–1 | ჩეხეთი | ევრო 2024 | [39] | ||
17 | 26.06.2024 | გელზენკირხენი | საქართველო | 2–0 | პორტუგალია | ევრო 2024 | 81' | [40] |
მედია |
---|
1tv.ge · Lelo.ge · Setanta Sports |
|