ანტ-2 (რუს.АНТ-2) — პირველი საბჭოთა დიურალუმინის თვითმფრინავი, შექმნილი ა. ტუპოლევის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროს (რუს.ОКБ А.Н. Туполев) მიერ. იგი პირველად სსრკ-ში 1922 წელს იქნა წარმოებული.
თვითმფრინავი იყო მონოპლანი მაღლა განთავსებული ფრთით და განივი კვეთის სამკუთხა ფიუზელაჟით, რამაც გაზარდა სიხისტე და შესაძლებელი გახადა საყრდენების თავიდან აცილება. წარმოადგენდა ტუპოლევის კლუბის მიერ თვითმფრინავის დამუშავების მეორე მცდოლობას.