პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Արա Հակոբյան | ||
დაბადების თარიღი | 4 ნოემბერი, 1980 | ||
დაბადების ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ფორვარდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001 - 2006 | მეტალურგი | 26 | (2) |
2009 | მიკა | 20 | (7) |
2010 | ულისი | 6 | (2) |
2011 - 2012 | არარატი ერევანი | 20 | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
1998 - 2009 | სომხეთი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
აკა აკობიანი (სომხ. Արա Հակոբյան; დ. 4 ნოემბერი, 1980, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ფორვარდი. ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 1998 წლის 21 ნოემბერს, საშინაო კედლებში ჩატარებულ მეგობრულ შეხვედრაში. სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჩატარებული აქვს 42 თამაში და გატანილი აქვს 7 გოლი. იგი თამაშობდა ბევრ სომხეთის და უკრაინის მრავალ გუნდში.
არაას კარიერა დაიწო დვინ არტაშატში, კლუბში სადაც მისი ძმა არამ ჰაკობიანი თამაშობდა. ერთი წლის შემდეგ, იგი არა გადავიდა ალანია ვლადიკავკაზში, ხოლო მისი ძმა არამი სპარტაკ ერევანში. მომდევნო წელს მათი გზები კვლავ გადაიკვეთა სპარტაკ ერევანში. მას კლუბთან ერთად ერთადერთი ჩემპიონობა აქვს მოპოვებული: 2000 წელს სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა.
სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის სეზონის დასრულების შემდეგ, აკობიანი მეტალურგიში გადავიდა. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად იგი სულ უფრო იშვიათად თამაშობდა კლუბში, რადგან ორგანიზაცია მას სხვადასხვა უკრაინულ და სომხურ კლუბებში უშვებდა იჯარით. 2001-2002 წლების სეზონში მან ითამაშა სპარტაკის ერევანში. სეზონის დასრულებისას სპარტაკი კლუბ ბანანცს შეუერთდა და მათ ერთად ეწოდათ ბანანცი ერევანი. ბანანცში, მან ერთი სეზონი ითამაშა და ამ სეზონში იგი გახდა სომხეთის თასის ფინალისტი სომხეთის ტოპ ბომბარდირი; აგრეთვე იგი გახდა 2003 წლის სომხეთის წლის ფეხბურთელი.
2009 წლის სომხეთის პრემიერ ლიგის სეზონში მან თამაში მიკა ერევანში დაიწყო. სეზონში გატანილი 7 გოლით, იგი ლიგის ტოპ10 ბომბარდირში ვერ მოხვდა. 2009 წლის 1 დეკემბერს მისი ხელშეკრულება ამოიწურა მიკასთან. აკობიანმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა კლუბთან.
2009-10 წლების ზამთარში იგი კლუბ ულისისთან ერთად ვარჯიშობდა.[1] 2010 წლის თებერვალში მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან.[2] აგვისტოში, ჰაკობიანმა დატოვა კლუბი, იმ იმედით, რომ სხვა კლუბში გადავიდოდა.
2010 წლის თებერვალში არარატი ერევანის მწვრთნელმა გამოაცხადა, რომ არა აკობიანი დაიმატეს.[3] კლუბმა მას ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სეზონში იგი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა, თუმცა ზაფხულში მან კლუბის დატოვება გადაწყვიტა.[4]
არა აკობიანის ძმა, არამ აკობიანი აგრეთვე ფეხბურთელია, რომელიც თამაშობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სომხეთის მრავალ კლუბში.