არაბთა გაერთიანებული საამიროები ისლამური ქვეყანაა. აქაური ცხოვრების წესი საკმაოდ ცნობილია. მაგალითად, ყოველდღე ხუთჯერ მუსლიმებს მოუწოდებენ მეჩეთში სალოცავად, რომლებიც გაბნეულია მთელს ქვეყანაში. კვირა იწყება პარასკევს. პარასკევი მუსულმანებისათვის უწმინდესი დღეა. აქ მიღებული არ არის ჩადრის გარეშე ქუჩაში ყოფნა (ამისათვის, შესაძლოა ციხეში მოხვდეთ) ან გამომწვევად ჩაცმულობა (განსაკუთრებით ქალებში). მაგრამ ბოლო წლებში გამო დიდი რაოდენობით ტურისტების გამო წესების ჩარჩოები იცვლება ევროპული ტრადიციების სასარგებლოდ.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ბევრად უფრო ლიბერალური ქვეყანაა, ვიდრე საუდის არაბეთი. ემირატები ცნობილია მათი რელიგიური შემწყნარებლობით, ქრისტიანული ეკლესიების, ინდუსური ტაძრების, სიქჰთა სალოცავების არსებობით, რომლებიც შესაძლოა შეგვხვდეს ისლამურ მეჩეთებთან ერთად. თუმცა, აქ არ არსებობს ებრაული სინაგოგები. კოსმოპოლიტური ატმოსფერო თანდათანობით იზრდება. ამის შედეგად, არსებობს სხვადასხვა გავლენისც უცხოური სკოლები, კულტურის ცენტრები და რესტორნები.
ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარული გახდა უკანასკნელ წლებში განათლების მიღება. ამის გამო, არაბთა გაერთიანებული საამიროებში მსოფლიოს საუკეთესო დონის უმაღლესი დაწესებულებებია. გაიხსნა მსოფლიოს მოწინავე ტექნიკური კომპანიების უმსხვილესი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები.
2007 წლიდან აბუ-დაბიში ტარდება ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო კინოფესტივალი.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობა მრავალეროვანი, კოსმოპოლიტური და მულტიკულტურული საზოგადოებაა. ეს გამოწვეულია ქვეყანაში ვაჭრობის ზრდით, მაღალი საშემოსავლო სამუშაო ადგილებითა და უკეთესი ცხოვრების პირობებით. მოსახლეობის საერთო რაოდენობა აქ შეადგენს დაახლოებით 4,5 მლნ. ადამიანს. მოსახელობის ზრდის მაჩვენებელია წელიწადში 4 %. ქვეყნის პირველი რელიგია ისლამია, რომელსაც მისდევს ქვეყნის სრული მოსახლეობის 96 %. თუმცა აქ არიან აგრეთვე, ინდუსები და მცირე რაოდენობით ქრისტიანები. ქვეყნის ისტორიული მოსახლეობა ეროვნული შემადგენლობა შეიცვალა სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეების ხარჯზე - ჯერ ირანელები ჩამოვიდნენ აქ დაახლოებით 1810-ანი წლებისათვის, მოგვიანებით ინდიოლები და პაკისტანელები 1960-ანი წლებისათვის. არაბთა შთამომავლები გაფანტული არიან დედამიწის სხვადასხვა ადგილებში, კერძოდ, იარნში, ბელუჯიასტანში, აღმოსავლეთ აფრიკაში და სხვ. ასევე დუბაიში ცხოვრეობს სპარსული წარმოშობის ხალხი და ა.შ.
ოფიციალური სალაპარაკო ენაა არაბული ენა, მაგრამ მოსახლეობა ურთიერთობს, აგრეთვე, ინგლისურ, სპარსულ, ჰინდის და ურდუს ენებზეც. საშუალო ასაკობრივი მაჩვენებელი აქ 77 წელია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების კულტურის ეფუძნება არაბულ-სპარსულ კულტურას. ეს განსაკუთრებით ჩანს არქიტექტურაში და ხალხურ ხელოვნებაში. ზოგიერთი ხალური ცეკვის ძირები სპარსულია. არაბთა გაერთიანებული საამიროების ლოკალური კულტურა თავის მხრივ, გავლენას ახდენს აღმოსავლეთ აფრიკისა და ინდოეთის კულტურაზე.
თარიღი | დღესასწაული | სახელი არაბულად |
---|---|---|
15 ნოემბერი | ახალი წელი | السنة الجديدة |
ცვალებადია | მსხვერპლშეწირვის დღე | Eid-ul-Adha |
ცვალებადია | ისლამური ახალი წელი | El am Hejir |
ცვალებადია | მიცვალებულთა ხსოვნის დღე | Ashura — Muharrum/Dr.Babu Jagjivan Ram |
ცვალებადია | წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღე | Eid-Milad Nnabi |
6 აგვისტო | შეიხ ზაიდ ინბ სულთან ალ-ნაჰაიანის ტახტზე ასვლის დღე | |
ცვალებადია | მუჰამედის ამაღლება | Lailat al Miraj (ليلة المعراج) |
2 დეკემბერი | ეროვნული დღესასწაული | Al-Eid Al Watani (العيد الوطني) |
ცვალებადია | რამადანის დასასრული | Eid Al Fitr (عيد الفطر) |
არაბთა გაერთიანებული საამიროების სამზარეულო თითქმის მთლიანად ნასესხებია ლიბანიდან. მეტ-ნაკლებად გავრცელებული საკვებია აქ ელ-ჰაპისი (პურის მარჩვლებში შემწვარი ცხვარი), ლულა-ქაბაბი, ალ-მაჯბუსი (ჩაშუშული ცხვარი ბრინჯით, კარტოფილით და პომიდვრით), შაურმა, ხუმუსი — პასტად გადაფქული ბარდა-ნუტი, მუტაბალი (ფაქტობრივად ბადრიჯანის ხიზილალა)), ტაბულე (სალათი ფეტვისა და ოხრახუშისაგან).
ტკბილეულიდან ძალიან პოპულარულის ხაჭოს კექსი კრემით — ეშ ასარაია. საკუთარი დელიკატესების უკმარისობას ანაცვლებს უცხოური რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები იტალიური ტრატორიებიდან იაპონური სუშის ბარებამდე.
არაბული პრიმიტიული არათანამედროვე და ძველმოდური სახლია ალ კაიმა, რომელსაც აგებენ პალმის ხის ტოტებისაგან. მასში, ჩვეულებრივ ცხოვრობენ ადამიანები და გავრცელებულია ასეთი სახლები სპარსეთის ყურის სანაპიროზე. ალ კაიმა ჩვეულებრივ შედგება ერთი ოთახისაგან, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის. სახლი ზამთარში თბილია, ზაფხულში გრილი. მასალისა და კონსტრუქციის წყალობით სახლი ადვილად ნიავდება, როცა ცხელა.
ალ არიში არის საზაფხულო სახლი სავენტილაციო მილით, რომელიც დამზადებული ჯვალოს ქსოვილისაგან. საჰაერო მილი ეფექტიანი გზაა სახლში ჰაერის ნაკადის ადვილად შემოსასვლელად. ზამთარში ხალხი მიისწრაფის ალ არიშის დატოვების და უფრო თბილი ტენტის ქვეშ ცხოვრებისაკენ.
სამშენებლო მასალები უბრალოა და ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირებული. სანაპირო რეგიონებში ფართოდ გამოიყენება გაქვავებული მარჯანი, მოჭრილი ბლოკები, ან კირის ნარევში აზელელი ნიჟარები და შელესილი ცარცისა და წყლის პასტა. დიდი მნიშვნელობა აქვს სახლებში ვენტილაციასა და საერთოდ, სახლის განლაგებას.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიტერატურისა და პოეზიის მთავარი თემებია სატირა, რაინდობა, მართველთა დიდება, პატრიოტიზმი, რელიგია, ოჯახი და სიყვარული და სხვ.
არაბეთის პოეზიაზე, როგორც სპარსეთის ყურეში მდებარე ქვეყანაზე, დიდი გავლენა აქვს სპარსულ პოეზიას. პოეზიის სტილი და ფორმა უძველესია და კატეგორიულად ექვემდებარება მე-8 საუკუნის არაბი პოეტის, ალ ხალილ ბინ აჰმედის გავლენას. ისლამური ცივილიზაციის პერიოდში მან მხოლოდ მცირე მოდიფიკაცია განიცადა ანდალუზიაში (ესპანეთი). თუმცა ძირძველი არაბული პოეზია დღეისათვის არ არის დაცული დასავლური გავლენისაგან; XX საუკუნეში განვითარება დაიწყო პროზამ, რომელიც არანაკლებ პოპულარულია ვიდრე პოეზია.
ცნობილი პოეტია იბნ მაჯიდი, რომელიც დაიბადა 1432-1437 წ.წ. შორის პერიოდში რას ალ ხაიმაში. ის იყო წარმატებული მეზღვაურის ოჯახიდან. გადარჩენილია იბნ მაჯიდის სულ 40 ნაწარმოები, რომელთაგან 39 ლექსია.
გაერთიანებული არაბთა საამიროების პოეზიაში ყველაზე დიდი აყვავების ხანაა მე-20 საუკუნე. ამ დროს მოღვაწეობდა კლასისკური არაბული პოეზიის მრავალი წარმომადგენელი. კერძოდ, მუბარაქ ალ ოქაილი (1880-1954), სალემ ბინ ალი ალ ოვაისი (1887-1959) და აჰმედ ბინ სულეიმანი (1905-1976). სამი პოეტი შარჯაში, რომელიც ცნობილია ე.წ. ჰირა-ჯგუფის სახელწოდებით. მათ შორისაა ხალფან მუსაბაჰი (1923-1946), შეიხ საქრ ალ ქასიმი (1925-1993), შარჯას ყოფილი მმართველი სულთან ბინ ალი ალ ოვაისი (1925-2000). ჰირა-ჯგუფის ნამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინეს არაბულ რომანტიკულ პოეზიაზე.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვს ე.წ. ხელიჯის დღესასწაულის დიდი ტრადიცია. იულა არის მათი ერთ-ერთი ტრადიციული ცეკვა, რომელიც რიტმულ მოძრაობებთან ერთად, მოიცავს იარაღის ხმარების სრულყოფილ ცოდნას. ცეკვა მოითხოვს დიდ უნარებსა და ყურადღების კონცენტრაციას. შემონახულია უამრავი ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახეობა, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მოცეკვავე გოგონებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გრძელი შავი თმა. ისინი მუსიკას აყოლებენ ძლიერ მოქნილ ტანს, თითქმის სხეულის ყველა ორგანო მონაწილეობს ცეკვის პროცესში. მამაკაცთა ცეკვებში ჩანს წარმატებული ბრძოლებისა და ნადირობის ამსახველი სიუჟეტები. ცეკვებში ხშირად გამოყენებულია ისეთი ისტორიული სიმბოლოები, როგოროიცაა ხმლები, ცეცხლსასროლი იარაღები და სხვ.
დუბაიში ძალიან პოპულარულია ჰოლივუდისა და ბოლივუდის კინოპროდუქცია. ასევე, ძალიან უყვართ კარგი საზღვარგარეთული მუსიკა, მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები. მაგალითად ისეთები, როგორიცაა, სელინ დიონი, ელტონ ჯონი, ბონ ჯოვი, შაკირა და სხვები.
2008 წელს კაილი მინოუგიმ 4,4 მლნ. დოლარად მონაწილეობა მიიღო დუბაიში ჯუმეირანის პალმის ცნობილი სასტუმრო-კომპლექსის „ატლანტის“ გახსნის ცერემონიალში.
2003 წლიდან ტარდება დუბაის ინტერნაციონალური ჯაზის ფესტივალი.
2004-2009 წლებში, ასევე, არსებობდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი დუბაის უდაბნოს როკ-ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მეტალისტები და მძიმე როკ-მუსიკის მოყვარულები.
არაბთა გაერთიანებული საამიროებში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა ფეხბურთი. აქ არის უამრავი საფეხბურთო კლუბები. ტარდება რეგიონალური ჩემპიონატები, რომლის დროსაც მოსახლეობა ძალიან გამოცოცხლებულია და სიხარულით გულშემატკივრობს საკუთარ ფავორიტ გუნდს. არაბთა გაერთიანებული საამიროებში ფეხბურთის ასოციაცია დაარსდა 1971 წელს. მისი მიზანი იყო ხელი შეეწყო ფეხბურთის თამაშების გაუმჯობესებისათვის, ახალგაზრდული კონკურსების ორგანიზებისათვის და ა.შ. უკანასკნელ წლებში რამდენიმეჯერ ჩატარდა არაბულ ერებს შორის ჩემპიონატებიც პირველობაზე.
პოპულარული სპორტის სახეობად ითვლება კრიკეტიც, რომელიც ინდოეთის სუბკონტინენტის მოსახელობამ შემოიტანა და ემირატებმა უკვე 4 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი შეჯიბრებები, როგორიცაა: