არაბიკის მასივი | |
---|---|
არაბიკის მასივის ხედი | |
კოორდინატები: 43°24′58″ ჩ. გ. 40°21′30″ ა. გ. / 43.41611° ჩ. გ. 40.35833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გაგრის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | სპელეოლოგთა პიკი |
სიმაღლე | 2757,6 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
არაბიკის მასივი[1] — კირქვული მასივი საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარეების ფსოუსა და ბზიფის წყალგამყოფი. აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 2757,6 მ (მწვერვალი სპელეოლოგთა პიკი). აგებულია უმთავრესად ზედაიურული და ცარცული ასაკის კირქვებით, რომლებიც ღრმადაა დაკარგული; არის მრავალი უფსკრული, მღვიმე, ძაბრი, ჭა და კარსტული რელიეფის სხვა ფორმები. მასივის სიღრმეებში მრავალი გამოქვაბულია, მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე უფრო ღრმა გამოქვაბულები — ვერიოვკინის მღვიმე და კრუბერის გამოქვაბული, ასევე არაბიკის კარსტული უფსკრული. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, იზრდება ჯუჯა ღვიისა და ტირიფის ბუჩქნარი.