არაკელ მირზოიანი

პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი, 1989(1989-10-21) (35 წლის)
დაბ. ადგილი ბაღრამიანი
სიმაღლე 170 სმ სმ
წონა 84 კგ კგ
ქვეყანა სომხეთი

არაკელ მირზოიანი (სომხ. Առաքել Միրզոյան; დ. 21 ოქტომბერი, 1989, ბაღრამიანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ძალოსანი.

არაკელ მირზოიანი დაიბადა 1989 წლის 21 ოქტომბერს, ბაღრამიანში, სომხეთის სსრ-ში. მისი მამა, ოკსენ მირზოიანი იყო ძალოსანი, რომელმაც სელში ჩატარებულ 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო შემდგომ გახდა სომხეთის ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი; დღესდღეობით ოკსენი არის სომხეთის ძალოსანთა ფედერაციის თავმჯდომარე.[1] ადრეულ ასაკში არაკელმა მამის გზით სიარული დაიწყო. მისი ძალოსნობის კარიერა დაიწყო მაშინ, რომედაც 5 წლის ასაკში 20 კილოგრამი ასწია. ამის შემდეგ, აკარელმა მთელი თავისი ცხოვრება ძალოსნობას მიუძღვნა.[2]

მირზოიანმა მოიგო სხვადასხვა ახალგაზრდათა ჩემპიონატი. სომეხმა ძალოსანმა 2007 წლის ძალოსნობის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატში ჯამში 257 კილოგრამის აწევით ვერცხლის მედალი მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ, ქალაქ დურესში, იგი გახდა ევროპის ჩემპიონი ჯამში აწეული 310 კილოგრამით. ამის შემდეგ მირზოიანი ასპარეზობდა 2008 წლის საერთაშორისო სტუდენტურ თამაშებში; ხსენებული ტურნირი ვერცხლის მედლით დაასრულა (ჯამში ასწია 312 კილოგრამი).

პროფესიონალურ კარიერაში არაკელ მირზოიანი 2008 წლის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 336 კილოგრამის აწევით ევროპის ჩემპიონი გახდა.[3] იმავე წელს იგი გაემართა გოიანგში რათა მონაწილეობა მიეღო 2009 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატში; აქ მან ჯამში 334 კილოგრამი ასწია და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა (პირველი ადგილი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლიაო ჰუიმ დაიკავა).[4] მოგვიანებით მირზოიანმა განაცხადა, რომ ოქროს მედლის მოპოვებაში ხელი ტრამვამ შეუშალა.[5] 2010 წელს არაკელ მირზაიანმა წონითი კატეგორია შეიცვალა და ახლა უკვე 77 კილოგრამ კატეგორიაში ასპარეზობდა. ახალი წონის გამო მას მრავალი ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა. საფრანგეთში ჩატარებულ 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჯამში აწეული 338 კილოგრამით მან მე-10 ადგილი დაიკავა. მოგვიანებით იგი წონით 69 კილოგრამ კატეგორიაში დაბრუნდა.

მირზოიანი ასპარეზობდა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.[6] მიროზიანმა ვერ შეძლო ტოტალის დაფიქსირება და ამიტომ ტურნირს გამოეთიშა. რამდენიმე კვირის შემდეგ, სომხეთის ძალოსანობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამველ ხაჩატრიანმა გამოაცხადა რომ მირზოიანს ფსიქოლოგიური პრობლემები ხელს უშლიდა ძალოსნობაზე კონცეტრაციაშო. ხაჩატრიანმა ვარჯიშზე ნახა რომ მირზოიანმა ატაცში 160 კილოგრამი, ხოლო აკვრაში 200 კილოგრამი ასწია. ხაჩატრიანმა აღნიშნა, რომ ასეთი ფსიქოლოგიური პრობლემებით პირზოიანს ასპარეზობის საშუალებას არ მისცემდა.[7] მოგვიანებით მირზოიანმა გულშემატკივრებს ასეთი წარმოდგენისთვის ბოდიში მოუხადა და პირობა მისცა, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე პრობლემებს მოაგვარებდა და უკეთეს შედეგს აჩვენებდა.[8][9]

იგი 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობდა, თუმცა ტოტალის დაფიქსირება კვლავ ვერ მოახერხა.[10]

  1. Soviet Weightlifting Athletes: Where Are They Now?. www.chidlovski.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  2. Arakel Mirzoyan: I lifted a 20kg weight at the age of 5. PanArmenian.Net. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  3. 2009 European Championships - Lightweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  4. 2009 World Championships - Lightweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  5. WC silver medalist Arakel Mirzoyan: injury prevented me from becoming world champion. PanArmenian.Net. ციტირების თარიღი: 14 January 2013.
  6. Arakel Mirzoyan. London 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 31 July 2012.
  7. Arakel Mirzoyan had psychological problems – weightlifting federation head. sport.news.am. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  8. Առաքել Միրզոյան. Ժողովրդի քննադատությունները տեղին են եղել, ես մեղավոր եմ (in Armenian). sport.news.am. Retrieved 25 December 2012.
  9. Առաքել Միրզոյան. Սպորտը չես կարող գնե (in Armenian). sport.news.am. Retrieved 25 December 2012.
  10. Arakel Mirzoyan Bio, Stats, and Results en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-18. ციტირების თარიღი: 2019-11-03.