Arena at Arles / Spectators in the Arena at Arles | |
![]() | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
---|---|
წელი | 1888 |
კატალოგი | F548 და JH1653 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 73.5 |
სიგანე | 91.5 |
ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი |
მუზეუმი | ერმიტაჟის მუზეუმი |
არენა არლში — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1888 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ზეთის საღებავებით ტილოზე, იმ პერიოდში, როდესაც პოლ გოგენი მასთან ერთად ყვითელ სახლში ცხოვრობდა. იმ წელს კორიდის სეზონი არლეში დაიწყო 1 აპრილს და დამთავრდა 21 ოქტომბერს.[1] ნახატი არ არის შესრულებული ნატურიდან, ის შესრულებულია მისი მოგონებიდან. გოგენმა ვან გოგს მოუწოდა რომ ამ სტილში ემუშავა. ნახატი არ არის დასრულებული, რადგანაც საღებავი მცირე რაოდენობითაა დატანილი.[2]
სავარაუდოდ, სურათზე ასახულია როულინების ოჯახი,[3].
ნახატის შესრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ვან გოგმა მოიჭრა ყური. ერთ-ერთი მრავალი თეორიიდან არის ის, რომ კორიდამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვან გოგზე, მისი მოჭრილი ყური ასოცირდება დამარცხებულ ხართან. გამარჯვებული მატადორი მიღებული პრიზით წრიულად მოძრაობს არენაზე, იქამდე სანამ თავის პრიზს აჩუქებს თავის რჩეულ ქალს.[4]