არპანი

საკუთარი სახელი არპანი (ფრანგ. arpent) შეიძლება აღნიშნავდეს:

  • არპანი — ძველი ფრანგული სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც უდრიდა 180 პარიზულ ფუტს (≈ 58.52 მ).
  • არპანი — ფართობის საზომი ერთეული, რომელიც უდრდა კვადრატულ არპანს, ანუ 32400 კვადრატულ პარიზულ ფუტს (≈ 3424.5904 მ²).

ერთეულთა SI სისტემის შემოღებისთანავე გამოვიდა ხმარებიდან. იგი ჯერ კიდევ შეზღუდული რაოდენობით გამოიყენება კვებეკში და სამხრეთ შეერთებული შტატების ტერიტორიებზე, რომლებიც ოდესღაც საფრანგეთის ლუიზიანას ნაწილი იყო.

ის ასევე მიღებულ იქნა ბელგიასა და საფრანგეთში შვეიცარიაში, რაც შეესაბამება ყოფილ გერმანულ მორგენსა და მეათედს (Acker). სიტყვა არპანი ნაწარმოებია გალიური საზომიდან „Arepenna“, რომელიც ემთხვევა ძველ რომაულ ლათ. semis ან ლათ. actus (14400 რომაული კვ. ფუტი). არპანი ყველგან ერთნაირი არ იყო და, გარდა ამისა, არსებობდა სხვადასხვა სახის არპანი: პარიზულ არპანს ჰქონდა 32400 პარ.კვ.ფ = 34189 არას; ლეგალიზებული, ან ფრანგ. arpent d'ordonnance, ასევე ფრანგ. arpent des eaux-et-forêts, შეიცავდა 48400 პარ.კვ.ფ = 51072 არას და მიღებული იყო ტყეებისა და სხვა სახელმწიფო ქონების გამოკვლევისას; ჩვეულებრივი არპანი შეიცავდა 40000 პარ.კვ.ფუტს = 42.208 არა. ბრის, შამპანის, გატინეს, ორლეანის, პუატუს და სხვა რიგ პროვინციებში მიიღეს მხოლოდ ჩვეულებრივი არპანი.

  • Арпан // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.