არსენ კანოკოვი

არსენ კანოკოვი
Къанокъуэ Арсен, / Арсен Баширович Каноков
დაბადების თარიღი 22 თებერვალი, 1957 წელი
დაბადების ადგილი შითხალა, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
განათლება გიორგი პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის დოქტორი
ჯილდოები

სამშობლოს ღირსების ორდენი (რუსეთი)

მეგობრობის ორდერი

არსენ ბაშიროვის ძე კანოკოვი (ყაბარდოულად: Къанокъуэ Арсен, რუსულად: Арсен Баширович Каноков; დ. 22 თებერვალი, 1957) – რუსი პოლიტიკოსი, რომელიც 2005- 2013 წლებში მუშაობდა ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე.

კანოკოვი არის ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც განათლებით ეკონომიკის დოქტორია. 2005 წლიდან იგი ხელმძღვანელობს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკას და მისი მეთაური იყო (ის ხელახლა 2010 წელს აირჩიეს).

არსენ კანოკოვი დაიბადა 1957 წლის 22 თებერვალს ყაბარდო- ბალყარეთის პატარა სოფელში, შეეთალაში. მისი მშობლები უბრალო ადამიანები იყვნენ: მამა სოვხოზში მუშაობდა, დედა კი - მედდა იყო. 27 წლის განმავლობაში რესპუბლიკის მეთაურის მამა მუშაობდა ბოსტნეულის მწარმოებლად, მოგვიანებით იგი გახდა აგრონომი, საბოლოოდ კი სოფლის საბჭოს მეთაური.[1]

არსენ კანოკოვი სწავლობდა ქალაქ ნართკალას №1 სკოლაში, რომელიც მან წარმატებით დაასრულა. სკოლის დამთავრებისთანავე, მან ჩააბარა პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში, სადაც ყველას თავი დაამახსოვრა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. 1984 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კანოკოვმა მოიხადა სამხედრო სავალდებულო პროგრამა და საბჭოთა კავშირის ჯარში ჩაირიცხა. 1985 წელის, ჯარის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო მოსკოვის ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციაში. არსენ კანოკოვი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ასოციაციის სხვადასხვა ფილიალში, 1987 წელს კი - მაღაზიის მენეჯერის თანამდებობა მიიღო.

მოგვიანებით, სამსახურის შეცვლის შემდეგ, მისი საქმიანობა მოიცავდა რამდენიმე სფეროს: ბანკის ოპერაციებსა და ინვესტიციებს, მშენებლობა მოსკოვსა და მის რეგიონში და ასევე მრავალფუნქციური სავაჭრო ქსელების მართვა რსფსრ-ის მასშტაბით (მათ შორის არსენის მშობლიურ კუთხე ყაბარდო-ბალყარეთშიც). 1994 - 1998 წლებში არსენ კანაკოვი ჰოლდინგ ,,სინდიკას" მეთაურად დაინიშნა. "სინდიკაში" მუშაობის დროს კანოკოვმა შეიძინა მმცენტროკრედიტ ბანკის" (Centrocredit Bank) აქციების 30% და შევიდა დირექტორთა კომიტეტში, სადაც 2003 წლამდე დარჩა. მან მენეჯერის საქმიანობა წარმატებით შეუთავსა ბანკირსა და პოლიტიკურ კარიერას - 1998 წელს გახდა ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტთან.

2003 წელს არსენ კანოკოვი აირჩიეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. იგი გახდა ,,ერთიანი რუსეთის" პარტიის წევრი 2004 წელს. გამოცდილება, რომელიც მან წლების განმავლობაში მიიღო, დაეხმარა მას პოლიტიკურ კარიერაში - პარტიაში შესვლის შემდეგ კანოკოვი გახდა ვიცე-თავმჯდომარე რუსეთის სათათბიროს კომიტეტში, რომელიც ვალდებულია ბიუჯეტის ფორმირებასა და საგადასახადო რეგულირებაზე.

მან წარადგინა სადოქტორო დისერტაცია 1998 წელს და მოიპოვა დოქტორის ხარისხი 2001 წელს. არსენ კანოკოვი დღესაც ხელმძღვანელობს გამოკვლევებს, მონაწილეობს განათლების საბჭოს საქმიანობაში, ის ასევე არის ბუნებისმეტყველების აკადემიისა და ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის სექტემბერში პუტინმა კანოკოვი წარადგინა ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტად. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა რესპუბლიკის საკანონმდებლო ასამბლეამ. კანკოვის მმართველობის პერიოდში ყაბარდო- ბალყარეთი გახდა ჩრდილოეთ კავკასიაში წამყვანი რესპუბლიკა ეკონომიკის მხრივ.[2]

რუსეთის მომდევნო პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კანოკოვი წარადგინა რესპუბლიკის მეთაურად 2010 წელს სადაც საკანონმდებლო ასამბლეამ მის კანდიდატურას მხარი კიდევ დაუჭირა. 2009 წელს კანკოვს შეეძლო რუსეთის პარლამენტის წევრი გამხდარიყო, მაგრამ მან არ მიიღო მოადგილის მანდატი და ეს არც სათათბიროს მე -5 და მე -6 მოწვევებში (2007 და 2011 წლებში) გააკეთა.[3]

არსენ კანოკოვი ცნობილია, როგორც გულუხვი სპონსორი და მხარდამჭერი. მან თავისი პირადი დანაზოგი გამოიყენა ტაძრისა და მეჩეთის,[4] აგრეთვე ძეგლების აღსადგენად; უფრო მეტიც, იგი მხარს უჭერდა ცნობილი რესტორნის ,,ელბრუსის" და სასტუმრო ,,ინტურისტის" რესტავრაციას. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მეთაური არსენ კანოკოვი მატერიალურ დახმარებას უწევს საქველმოქმედო აქციებსა და ღონისძიებებს. იგი აფინანსებს მრავალშვილიან ოჯახებსა და ბავშვთა სახლებს, ასევე ფეხბურთის გუნდებს (მათ შორის, საფეხბურთო კლუბი ნალჩიკის სპარტაკი) იგი ირწმუნება, რომ მისი მეუღლე და სამი შვილის დედა არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდა რესპუბლიკის მომავალ მეთაურს მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, რთული სიტუაციებისა და მძიმე მომენტების ჩათვლით. არსენ კანოკოვი სარგებლობს თავისი ამომრჩევლის ნდობით, რასაც ის ფაქტიც განაპირობებს, რომ ის სკანდალში არასოდეს არ გახვეულა.

  1. Биография Президента Республики Кабардино-Балкарии Канокова Арсена Башировича. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-17. ციტირების თარიღი: 2020-10-17.
  2. Переименована должность президента Кабардино-Балкарии
  3. Распоряжение Президента Российской Федерации от 25.09.2007 г. № 531-рп «О президиуме Государственного совета Российской Федерации»
  4. После нападения боевиков на Нальчик чеченцы в массовом порядке покидают город. Чечня.ру 18.10.2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18.10.2020. ციტირების თარიღი: 17.10.2020.