ასაწევი ხიდი ნიუ ამსტერდამში | |
---|---|
![]() | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1883 |
კატალოგი | F1098 და JH425 |
ტიპი | აკვარელი |
ქალაქი | გრონინგენი, ნიდერლანდები[1][2] |
მუზეუმი | გრონინგერის მუზეუმი |
ასაწევი ხიდი ნიუ-ამსტერდამში — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული დრენთეში 1883 წელს, აკვარელის საღებავებით.[3]
ვან გოგმა მისწერა თავის ძმას, თეო ვან გოგს იმ ხედის შესახებ, რომელიც დრენთეში, ნიუ-ამსტერდამში მისი ფანჯრიდან იშლებოდა: „ახლა მე საკმარისად დიდი ოთახი მაქვს, სადაც ღუმელია მოთავსებული, და ხდება ისეც, რომ აქვს აივანი, საიდანაც შემიძლია ვუყურო ფართო ველს ქოხებით, და მასთან ერთად, დიდი ცნობისმოყვარეობით, ასაწევ ხიდს.“ წერილთან ერთად ვინსენტმა ძმას აკვარელით შესრულებული ხიდის ჩანახატიც გაუგზავნა, ასაწევი ხიდი ნიუ-ამსტერდამში.[4]
ნახატი ერთ ერთია ვან გოგის მიერ აკვარელის საღებავებით შესრულებული 148 ნახატიდან, რომლებზე მუშაობაც ვინსენტმა 1881 წელს დაიწყო.
![]() |
„როგორი მდიდრულია აკვარელი ატმოსფეროსა და სივრის გადმოსაცემად, როცა ფიგურა გარშემორტყმულია ჰაერით, და შეუძლია მასში სუნთქვა.[5]“
|
ამ ნამუშევრის შექმნიდან ხუთი წლის შემდეგ ვან გოგმა დახატა „ხიდი არლში“, და შემდგომში ამავე ნახატის რამდენიმე ეგზემპლარი შექმნა[6]