ასქანაზ მრავიანი | |
---|---|
სომხ. Ասքանած Արտեմի Մռավյան | |
დაბადების თარიღი | 21 დეკემბერი, 1885 (2 იანვარი, 1886)[1] |
დაბადების ადგილი | განჯა[1] |
გარდაცვალების თარიღი | 23 ოქტომბერი, 1929[1] (43 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ერევანი[1] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
განათლება | Yerevan Diocesan School[1] და ბეხტერევის კვლევითი ინსტიტუტი[1] |
ასქანაზ არტემის ძე მრავიანი (დ. 21 დეკემბერი, 1885, ელიზავეტპოლი (ახლანდელ განჯაში) — გ. 23 ოქტომბერი, 1929, ერევანი) — სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. კომპარტიის წევრი 1905 წლიდან.
დაამთავრა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი (1915 წელი). პარტნიორულ მუშაობას ეწეოდა ერევანში, თბილისში, ბაქოსა და პეტერბურგში. 1915-1917 წლებში იყო გაზეთ „პაიქარის“ („ბრძოლა“) რედაქტორი. 1917 წელს გაზეთ „ბანვორი კრივის“ („მუშის ბრძოლა“) რედაქტორი. რსდმპ თბილისის კომიტეტისა და კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი. 1918 წელს კავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი და გაზეთი „კავკასიული სიმართლის“ რედაქტორი. 1920-1922 წლებში სომხური რევკომის წევრი, შემდეგ სომხეთის სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი. 1923 წლიდან სომხეთის სსრ განათლების სახკომი, შემდეგ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, ერთდროულად „სოვეტაკან ჰაიასტანის“ („საბჭოთა სომხეთის“) რედაქტორი. სსრკ ცაკ-ის წევრი.