აუთსაიდერები (2024 წლის ფილმი)

„აუთსაიდერები“
ჟანრი სპორტული, კომედია, დრამა
დამდგმელი რეჟისორი ჩარლზ სტოუნ III
პროდიუსერი კენია ბარისი, სნუპ დოგი, კონსტანს შვარც-მორინი, მიშელ დეშამპი, ჯონათან გლიკმენი
სცენარისტი დენი სეგალი, ისააკ შამისი
როლებში სნუპ დოგი, თიკა სამპთერი, ენდრიუ შულცი, მაიკ ეპსი, კალ პენი, კანდი ბურუსი, ჯორჯ ლოპესი
მუსიკა იოსებ შირლი
მონტაჟი პოლ მილსპო
სტუდია Metro-Goldwyn-Mayer, Khalabo Ink Society, Death Row Pictures, SMAC Productions, Panoramic Media Company
დისტრიბუტორი Amazon MGM Studios
გამოსვლის თარიღი 26 იანვარი, 2024
ხანგრძლივობა 96 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $30 მილიონი

აუთსაიდერები (ინგლ. The Underdoggs) — 2024 წლის ამერიკული სპორტული კომედიური დრამა. რეჟისორ ჩარლზ სტოუნ III-ის ფილმი. მთავარ როლებს ასრულებენ: სნუპ დოგი, თიკა სამპთერი, ენდრიუ შულცი, მაიკ ეპსი, კალ პენი, კანდი ბურუსი და ჯორჯ ლოპესი.

„აუთსაიდერები“ გამოვიდა Amazon MGM Studios-ის მიერ 2024 წლის 26 იანვარს.

ჯეისენ ჯენინგსი არის ამპარტავანი ყოფილი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე. დიდი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ის ვალდებულია შეასრულოს საზოგადოებრივი საქმიანობა თავის ძველ უბანში. ჯეისენი დაინახავს შესაძლებლობას აღადგინოს საკუთარი რეპუტაცია ახალგაზრული ამერიკული ფეხბურთის გუნდის გაწვრთნით, სადაც თამაშობს მისი ყოფილი პარტნიორის, ჩერისის შვილი. მიუხედავად იმისა რომ, თავიდან ჯეისენი ბავშვებთან მიმართებაში უხეში იყო, ის პოულობს გზას რომ დაუკავშირდეს მათ და შთააგონებს, რომ გააკეთონ უკეთესი.

ჯეისენი რეპუტაციის აღდგენის კიდევ ერთ შესაძლებლობას დაინახავს, საკუთარი სპორტული ტელეშოუს ქონას, მაგრამ გადაღების პირველ დღეს ემთხვევა გუნდის მიშვნელოვანი თამაში. იმის მიუხედავად, რომ ჯეისენისთვის თავდაპირველი მიზანი რეპუტაციის დაბრუნება იყო, ის გადაწყვეტს გუნდი არ მიატოვოს და მათთან ერთად იყოს. ისინი თითქმის იმარჯვებენ, სანამ ერთ-ერთი მოთამაშე თაჩდაუნს ვერ შეასრულებს, რის გამოც მოწინააღმდეგე გუნდი გაიმარჯვებს, მაგრამ დამარცხების მიუხედავად ხალხი შთაგონებული რჩება ოდესღაც სუსტი გუნდის ამხელა წინსვლით. ფილმის მიწურულს ჯეისენი ბრუნდება ჩერისისთან ურთიერთობაში.

ფილმის იდეა წამოვიდა სნუპ დოგისა და კონსტანს შვარც-მორინისგან.[1][2] 2022 წლის 2 აგვისტოს გამოცხადდა, რომ მთავარ როლს ითამაშებდა სნუპ დოგი, რეჟისორი იქნებოდა ჩარლზ სტოუნს III, სცენარისტები დენი სეგალი და ისააკ შამისი, პროდუსერები კი კონსტანს შვარც-მორინი, კენია ბარინი, მიშელ დეშამპი, ჯონათან გლიკმანი და სნუპ დოგი. 2022 წლის 4 აგვისტოს გამოაცხადეს, რომ მსახიობთა რიგებს შეემატებოდა თიკა სამპთერი, მაიკ ეპსი, ენდრიუ შულცი და ჯორჯ ლოპესი, რამდენიმე ბავშვ მსახიობთან ერთად.[3]

ცნობილ მიმოხილვების ვებსაიტზე „Rotten Tomatoes“ 51 კრიკიტიკოსიდან 41%-ის შეფასება დადებითია. ფილმის საშუალო რეიტინგი — 4.4/10. 9 კრიტიკოსის საფუძველზე „აუთსაიდერებმა“ 100-დან 39 ქულა აიღო.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]