აფხაზეთის ტურიზმი

გაგრა
სოხუმის ბოტანიკური ბაღი
ახალი ათონის მონასტერი
რიწა

ტურიზმი აფხაზეთში ტექნიკურად არალეგალურია, რასაც განსაზღვრავს საქართველოს კანონი, რომლითაც საქართველოს მთავრობა სადავო ტერიტორიაზე უცხოელებს შესვლას უკრძალავს. თუმცა, აფხაზეთის პლაჟები შავი ზღვის სანაპიროზე დღემდე იზიდავს უცხოელ ვიზიტორებს, რომელთაც ხიბლავთ ტრანსპორტირებისა და ბინადრობის დაბალი ფასები, აგრეთვე აფხაზეთის, როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობის საბჭოთა მემკვიდრეობა.

საბჭოთა პერიოდში, აფხაზეთის შავი ზღვის პლაჟები მრავალ ტურისტს იზიდავდა მიმდებარე ქვეყნებიდან, რაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტურისტული ბაზრის 40 %-ს შეადგენდა. აფხაზეთის 1992-1993 წლების ომამდე, რეგიონს ყოველწლიურად 202 000 ტურისტი სტუმრობდა.[1] აფხაზეთი ამჟამად სადავო ტერიტორიაა, რომელსაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აღიარებენ.[2] საქართველოს კანონის თანახმად, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, აფხაზეთში შესვლა საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ყველა დანარჩენისათვის არალეგალურია.[3]

მიუხედავად რისკებისა, ყოველწლიურად აფხაზეთს დაახლოებით 300 000 ტურისტი სტუმრობს, ძირითადად რუსეთიდან.[1][4] შავისზღვისპირეთის სხვა ქალაქებისგან, მაგალითად სოჭისგან განსხვავებით, აფხაზეთის მიმზიდველობის მთავარი ფაქტორი დაბალი ფასებია.[5] მაგალითად, 2003 წელს გაგრაში ერთი ღამის გათევა 25 აშშ დოლარი ღირდა, რაც ყველაზე დაბალი ფასი იყო რეგიონში. ამავე წელს, რკინიგზით მგზავრობა სოჭიდან სოხუმში მხოლოდ 1 აშშ დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ტურისტული შესაძლებლობანი ბევრად ჩამოუვარდება დასავლურ სტანდარტებს, რადგან მისი ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი საბჭოთა პერიოდს მიეკუთვნება.[1]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და შესაბამისად, ტურისტული მოთხოვნა ძირითადად სანაპირო ქალაქებზე მოდის. რუსი ტურისტებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია რამდენიმე იაფი კურორტი. ყველაზე პოპულარული ქალაქებია სოხუმი და გაგრა. ტურიზმი ყველაზე მეტად რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილშია განვითარებული.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Chanadiri, Goga. (August 22, 2003) Abkhazia's beauty out of sight. Civil.ge. ციტირების თარიღი: January 27, 2011.
  2. U.S. critical about Nauru recognition of Abkhazia, S. Ossetia. RIA Novosti (December 17, 2009). ციტირების თარიღი: January 27, 2011.
  3. Abkhazian leader concerned over poor tourism services. RIA Novosti (September 19, 2010). ციტირების თარიღი: January 27, 2011.
  4. Gvaramia, Gocha. (July 22, 2010) Tourist season in Abkhazia: so who is lying?. Expert Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 21, 2011. ციტირების თარიღი: January 27, 2011.
  5. 5.0 5.1 Weir, Fred (July 2, 2008). „Abkhazia's tourism fights to regain fabled legacy“. Christian Science Monitor. ციტირების თარიღი: January 27, 2011.