აღრიდაღი | |
---|---|
კოორდინატები: 39°51′31″ ჩ. გ. 42°02′13″ ა. გ. / 39.85861° ჩ. გ. 42.03694° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
უმაღლესი წერტილი | სუქავეთი |
სიმაღლე | 3445 მ |
სიგრძე | 200 კმ |
აღრიდაღი (თურქ. Aras Güneyi Dağları) — ქედი სომხეთის მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში, აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის ტბის ჩრდილოეთით. სიგრძე 200 კმ. სიმაღლე 3445 მ (მთა სუქავეთი). აგებულია ვულკანური ქანებით. ქედზე განედურ რღვევასთან დაკავშირებულია ჩამქრალი ვულკანური კონუსები. კალთები ციცაბო და კლდოვანია, დასერილია ხეობებით. აღრიდაღის ნაწილი კასპიის ზღვისა (მდინარე არაქსი) და სპარსეთის ყურის (მდინარე მურადი) აუზების წყალგამყოფია. ჭარბობს მთის მშრალი სტეპები, ზოგან მეჩხერი ტყეები (ფიჭვი, ღვია, მუხა). გადადის ყარს-ყარაქოსას გზატკეცილი.