აჭარისწყალი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე |
არსიანის ქედი 41°42′47″ ჩ. გ. 42°29′16″ ა. გ. / 41.71306° ჩ. გ. 42.48778° ა. გ. |
შესართავი |
ჭოროხი 41°32′28″ ჩ. გ. 41°43′10″ ა. გ. / 41.54111° ჩ. გ. 41.71944° ა. გ. |
სიგრძე | 90 კმ |
აუზის ფართობი | 1540 კმ² |
![]() | |
![]() ![]() | |
![]() |
აჭარისწყალი[1] — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი. იგი სათავეს იღებს არსიანის ქედზე, მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, შესართავთან ფართოვდება. აჭარისწყლის სიგრძე 90 კმ-ია, მდინარის აუზის ფართობი — 1540 კმ². მდინარე საზრდოობს სხვადასხვა წყაროებით, ძირითადად წვიმის წყლებით. ახასიათებს ადიდება მთელი წლის განმავლობაში. აჭარისწყალზე არის აწჰესი — აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგური.