აჯაი | |
---|---|
ქვეყანა | ინდოეთი |
სიგრძე | 288 კმ |
აუზის ფართობი | 6 000 კმ² |
აჯაი ვიკისაწყობში |
აჯაი (ჰინ. अजय नदी) — მდინარე ინდოეთში, ჯარხანდისა და ბენგალის შტატების ტერიტორიაზე. სახელი აჯაიი „დაუპყრობელს“ ნიშნავს.[1]
სათავეს იღებს ბიჰარის შტატში, ქალაქ მუნგერის სიახლოვეს, დაახლოებით 300 მ სიმაღლის ბორცვზე. მნიშვნელოვანი შენაკადებია პათრო, ჯაიანტი, ტამუნი და კუნური.
მთლიანი სიგრძე 288 კმ-ია, საიდანაც 152 კმ ბენგალის შტატზე მოდის;[2] აუზის ფართობი — 6 000 კმ². ერწყმის მდინარე ჰუგლის.[3]