ბალანოგლოსუსი

ბალანოგლოსუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Balanoglossus

ბალანოგლოსუსი (Balanoglossus) — ცხოველების გვარი ნაწლავმსუნთქავთა კლასისა. სხეულის სიგრძე რამდენიმე სმ-იდან 2,5 მ აღწევს. შედგება ხორთუმის, საყელოსა და ტანისაგან. იაპონიის ზღვაში ხვდება ბალანოგლოსუსის ერთი სახეობა, რომლის სიგრძე 9 სმ აღწევს. ბალანოგლოსუსი ბინადრობს ზღვის სანაპიროზე ლამში ან ქვიშაში.