ბანივას ხალხი | |
---|---|
![]() | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
![]() |
5,811 |
![]() |
7,000 |
![]() |
2,408 |
ენები | ბანივა, პორტუგალიური |
რელიგიები | ტრადიციული ტომობრივი რელიგია |
ბანივა — სამხრეთამერიკელი ინდიელები, რომლებიც არავაკული ენების ოჯახის ბანივას ენაზე ლაპარაკობენ. ცხოვრობენ ამაზონის რეგიონში, ბრაზილიის, კოლუმბიისა და ვენესუელის საზღვრებთან, მდინარე რიო-ნეგროსა და მისი შენაკადების გასწვრივ.
დაახლოებით 5 811 ბანივა ცხოვრობს ბრაზილიაში, 7 000 კოლუმბიაში, 2 408 კი ვენესუელის ამასონასის შტატში.[1] თუმცა, ტროპიკული ტყეების რთული გარემოს გათვალისწინებით, მათი ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელია.
ბანივას ინდიელების არსებობა ძირითადად დამოკიდებულია მანიოკის მოყვანასა და მეთევზეობაზე. ასევე განთქმულნი არიან მოწნული ნაწარმის ოსტატობით.