ბაპტისტ ჯაბიკონი ფრანგ. Baptiste Giabiconi (დ. 9 ნოემბერი, 1989) — ფრანგი მოდელი და მომღერალი. იგი არის Chanel-ის, Fendi-ს და Karl Lagerfeld-ის სახე.
დაიბადა მარინიანში, კორსიკელთა ოჯახში. მამამისი წარმოშობით ბასტიელია, ხოლო დედა - კალვიდან. ბავშვობა გაატარა მორიანი-პლაჟში, მოგვიანებით კი საცხოვრებლად. მარსელში გადავიდა.
2008 წელს ჯაბიკონიმ გააფორმა კონტრაქტი DNA Model Management-თან (ნიუ-იორკი). იმავე წელს Karl Lagerfeld-მა იგი აიყვანა Chanel-ის მამაკაც სახედ. პერიოდულად ჩნდება თანამშრომლობს Vogue-თან, Harper's Bazaar-თან, Elle-თან, Numero Homme-თან, V Man-თან, Marie Claire-თან, Purple-თან, Giorgio Armani-სთან და L'Officiel Hommes-თან.
2010 წლის გაზაფხულზე Roberto Cavalli-ს კამპანიაში მონაწილეობდა, კეიტ მოსთან ერთად და იქცა Coca Cola Light-ის სახეთ (კოკო როშასთან ერთად).[1]
models.com-ის მსოფლიოს 50 საუკეთესო მამაკაცი მოდელის სიაში ბაპტისტი თითქმის ორი წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა.[2]
სადებიუტო სინგლი "Showtime" 2010 წელს გამოსცა. 2012 წელს My Major Company-სთან, ფანების მიერ დაფინანსებულ ლეიბლთან დაიწყო თანამშრომლობა და 2012 წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Oxygen. საფრანგეთის ჩარტში მან #1 ადგილი დაიკავა. ალბომის წამყვანი სინგლი იყო "One Night In Paradise", ხოლო შემდეგი, "Speed of Light (L'amour & les étoiles)", 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა.[3]
2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მონაწილეობა მიიღო ფრანგული Danse avec les stars-ის მეორე სეზონში. მისი პარტნიორი იყო ფოვ ჰაუტო.
2009 წელს სუპერმოდელი ნაომი კემპბელი მოსკოვში შეხვდა გიაბიკონის და უთხრა: "ასე არ ხდება - ყველას აქვს ნაკლი. შენ კი არც ერთი გაქვს"[4]
კარლ ლაგერფელდმა ინტერვიუში დაახასიათა ბაპტისტი: "ის არის ჟიზელ ბიუნდხენის ბიჭური ვერსია - გამხდარი, მაგრამ ათლეტური. კარგია ტანსაცმლით, მაგრამ საუკეთესოა ტანსაცმლის გარეშე".