ბაქოს სომხური ეკლესია

ეკლესია, 2013 წლის აპრილში

წმიდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია, ან ბაქოს სომხური ეკლესია (სომხ. Բաքվի հայկական եկեղեցի, აზერ. Bakı erməni kilsəsi) — ძველი სომხური სამოციქულო ეკლესია ბაქოს ცენტრალურ შადრევანთა მოედანზე. აზერბაიჯანში, ბაქოში 1869 წელს დასრულდა ორი სომხური ეკლესიiდან ერთ-ერთი, რომელიც გადაურჩა საბჭოთა ანტირელიგიურ კამპანიას. დღესდღეობით ეს არის ერთადერთი სომხური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ბაქოში.[1]

ეკლესია აშენდა 1863-1869 წლებში, კარლ ჰიპიუსის დიზაინით ( გერმანელი არქიტექტორი1833—1880 წწ.).[2] ეკლესია აკურთხა დანიელ შაჰნაზარიანცმა, შამახის ეპარქიის ეპისკოპოსმა, 1863 წლის ივნისში. მშენებლობა დაფინანსდა ჯავად მელიქიანცის მიერ (სომეხი ქველმოქმედი და ბაქოში მდებარე პირველი პარაფინის ქარხნის დამაარსებელი). ეკლესია ასევე აკურთხა 1869 წლის 4 მაისს მთავარეპისკოპოსმა ანდრეას ანდრეასიანმა. ეკლესიის გვერდით, ბაქოს სომეხთა ქველმოქმედმა საზოგადოებამ 1866 წელს დააარსა ქალთა სკოლა, ხოლო 1870 წელს კი ბიბლიოთეკა.[3]

1903 წელს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სომხური ეკლესიის ქონების ჩამორთმევის შესახებ, სომხებში წინააღმდეგობა გამოიწვია. ეკლესია გადაიქცა შეტაკების ადგილად 1903 წლის 2 სექტემბერს, შეტაკებაში მონაწილეობდნენ რუსების კაზაკთა ჯარისკაცები და სომეხთა ნაციონალისტი აქტივისტები. დაპირისპირება ღამით ძალადობაში გადაიზარდა, რამაც სომხების მხრიდან გამოიწვია 11 სომეხის დაღუპვა, ხოლო 45-ის დაზიანება.[4]

1918 წლის 15 სექტემბერს ეკლესიას თავს დაესხნენ და გაძარცვეს ოსმალეთის შეიარაღებულმა ძალებმა. 1919 წლის 11 ივნისს ოსმალეთ-აზერბაიჯანული ჯარები შევიდნენ ეკლესიაში და აწარმოეს იარაღის ჩხრეკა. მას შემდეგ, რაც იარაღი ვერ იპოვნეს შიგნით, ჯარისკაცებმა ესროლეს ეკლესიის კედლებს. [5]

1920 წელს ეს ეკლესია გახდა აზერბაიჯანისა და თურქმენეთის სომხური სამოციქულო ეპარქიის საკათედრო ტაძარი. [6] იგი გადაურჩა საბჭოთა კავშირის 1920-იან და 1930-იანი წლების ათეისტურ პოლიტიკას, რამაც ბაქოში ორი სომხური ეკლესის განადგურება გამოიწვია.[6] ეკლესია ხელახლა გაიხსნა 1945 წელს და შედიოდა აზერბაიჯანის ეპარქიის შემადგენლობაში.[6]

2010 წლის აპრილში ეკლესიას ეწვია კათალიკოსი გარეგინ II, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი. ეკლესიაში კათალიკოსი ლოცულობდა და მღეროდა შუა საუკუნეების საგალობლებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია საბოლოოდ „გახსნის თავის კარს მორწმუნეთათვის“.[7] ეს იყო პირველი შემთხვევა 1990 წლიდან მოყოლებული, როდესაც ეკლესიაში ლოცვა ისმოდა. [8]

2012 წლის აპრილში ეკლესიას ეწვია საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილე სომხური დელეგაცია.[9] 2017 წლის სექტემბერის ვიზიტის დროს სომხური დელეგაციის წევრებმა ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია დახურეს.[10][11]

  • de Waal, Thomas (2003). Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press. ISBN 978-0-8147-1945-9.
  • Stepanyan, G. S. (2009). „Համառոտ ակնարկ Բաքվի Սբ. Գրիգոր Լուսավորիչ եկեղեցու պատմության [A Brief Review of the History of St.Gregory the Illuminator Church in Baku]“. Lraber Hasarakakan Gitutyunneri (სომხური) (3): 45–59. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2019-11-03.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)