ბაჰა ტაჰირი

ბაჰა ტაჰირი
არაბ. بهاء طاهر
დაბადების თარიღი 1935[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი გიზა
გარდაცვალების თარიღი 27 ოქტომბერი, 2022(2022-10-27)[5]
საქმიანობა მთარგმნელი, მწერალი და რომანისტი
მოქალაქეობა Kingdom of Egypt
Republic of Egypt
გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა
 ეგვიპტე
ალმა-მატერი Faculty of Arts at Cairo University
Magnum opus al-Ḥubb fī al-manfá და Wāḥat al-ghurūb
ჯილდოები International Prize for Arabic Fiction და State Appreciation Award in Literature

ბაჰა ტაჰირი (არაბ. بهاء طاهر‎, დ. 1935, კაირო, ეგვიპტე) — ეგვიპტელი რომანისტი და მოთხრობების ავტორი. წერს არაბულად. 2008 წელს დაჯილდოვდა არაბული ლიტერატურის საერთაშორისო პრემიით.

ბაჰა ტაჰირი დაიბადა 1935 წელს, კაიროში.[6] დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტი. 1975 წლიდან წერა აუკრძალეს,[7] რის გამოც ეგვიპტე დატოვა და აფრიკისა და აზიის მასშტაბით იმოგზაუროა მთარგმნელად სამუშაოს საშოვნელად.[7] 1980-1990-იან წლებში შვეიცარიაში ცხოვრობდა და გაერთიანებული ერებისთვის მთარგმნელად მუშაობდა.[6] შემდეგ ტაჰირი ეგვიპტეში დაბრუნდა და იქ მოღვაწეობს.

  • პალმების აღმოსავლეთით (1985) (არაბ. شرق النخيل‎) — ტაჰირის პირველი რომანი, რომელიც ნაწილ-ნაწილ გამოიცა.[7]
  • Qalat Duha (1985) (არაბ. قالت ضحى‎).
  • 'დეიდა საფია და მონასტერი (1991) (არაბ. خالتي صفية والدير‎) — ტაჰირის მესამე რომანი, რომელშიც მოქმედება ზემო ეგვიპტეში ხდება. სისხლის დავის გამო ახალგაზრდა მუსლიმი კაცი შურისძიებისგან თავის დასახსნელად თავშესაფარს კოპტურ მონასტერში პოულობს.
  • სიყვარული გადასახლებაში (1995) (არაბ. الحب في المنفى) — მეოთხე რომანი, რომელიც 1982 წელს ლიბანში პალესტინელთა ხოცვა-ჟლეტის მოვლენებზეა დაფუძნებული.
  • სინათლის წერტილი (2001)(არაბ. نقطة النور‎)
  • დაისის ოაზისი (2007) (არაბ. واحة الغروب‎) — ტაჰირის მეექვსე რომანი. მასში მოქმედება XIX საუკუნის ეგვიპტეში ხდება, ბრიტანელების მიერ ქვეყნის ოკუპაციის დაწყებისას. ნაწარმოების პროტაგონისტი ნაციონალისტი ეგვიპტელი პოლიციელია, რომელიც ეგზისტენციალური კრიზისისგან იტანჯება.[8][9]
  • სახელმწიფო ჯილდო ლიტერატურაში — ეგვიპტის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო. (1998) [6]
  • ჯუზეპე ესერბის პრემია — ნაშრომისთვის დეიდა საფია და მონასტერი. (2000)[6]
  • არაბული ლიტერატურის საერთაშორისო პრემია — რომანისთვის დაისის ოაზისი'. ტაჰირი პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ეს პრემია მიიღო.[9]

პოლიტიკური ხედვები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობაში ავტორი მემარცხენე ფრთის საქმიანობაში იყო ჩართული და გამალ აბდელ ნასერის ეგვიპტის განვითარების პროგრამას უჭერდა მხარს.[7] თვლიდა, რომ ანვარ სადათის მიერ ამ პოლიტიკის უარყოფა ეგვიპტეს განადგურებამდე მიიყვანდა.[7] ის საკუთარ თავს პანარაბისტს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დღევანდელ არაბულ რეჟიმებს ბევრ კარგს ვერ ხედავს.[7] ტაჰირის აზრით, დასავლეთელებს არაბი მწერლების შემოქმედებაში ეგზოტიციზმის, გენდერული დისკრიმინაციისა და უმცირესობებს შორის პრობლემების ნახვა სურთ, მაგრამ ის ამ სტერეოტიპებს არ ეთანხმება.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #124964168 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. LIBRISNational Library of Sweden.
  3. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  4. Autoritats UB
  5. وفاة الأديب المصري بهاء طاهر عن 87 عاماEuronews, 2022.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Bahaa Taher. ციტირების თარიღი: 2018-03-18
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 EgyptToday. ციტირების თარიღი: 2018-03-18
  8. .:Middle East Online:::.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-12. ციტირების თარიღი: 2018-03-18
  9. 9.0 9.1 Al-Ahram Weekly | Culture | Taher wins the 'Arabic Booker'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-26. ციტირების თარიღი: 2020-07-05.