![]() სნუკერის ტურნირები |
ბაჰრეინის ჩემპიონატი |
მანამა, ბაჰრეინი |
8 — 15 ნოემბერი 2008 |
Bahrain International
Exhibition Centre |
საპრიზო ფონდი — GB£ 225 500 |
გამარჯვებული — £ 35 000 |
უმაღლესი ბრეიკი — 147 — ორჯერ (მარკუს კემპბელი — მთავარი ტურნირი, ლიან ვენბო — კვალიფიკაცია) |
სტატუსი — რეიტინგული |
ფინალური მატჩი |
გამარჯვებული — ნილ რობერტსონი |
ფინალისტი — მეთიუ სტივენსი |
ბაჰრეინის ჩემპიონატი სნუკერში 2008 — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი, რომელიც გაიმართა 2008 წლის 8-15 ნოემბერს მანამაში, ბაჰრეინში. ტურნირის გამარჯვებული გახდა ნილ რობერტსონი, რომელმაც ფინალში მეთიუ სტივენსი დაამარცხა ანგარიშით 9:7.[1][2]
სამმა მოთამაშემ ტოპ-16-დან (ჯონ ჰიგინსი, მარკ სელბი და დინ ჯუნხუი) უარი განაცხადა ბაჰრეინის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ამ დროს ისინი თამაშობდნენ სნუკერის სხვა ტურნირზე — პრემიერ ლიგაზე. ამიტომ მათ არ დაერიცხათ რეიტინგული ქულები ბაჰრეინის ჩემპიონატისთვის, მათი ადგილი კი ძირითად ეტაპზე ავტომატურად ერგოთ მსოფლიო რეიტინგში ტოპ-16-ეულთან ყველაზე ახლოს მდებარე მოთამაშეებს — მეთიუ სტივენსს (№ 17), კენ დოერტისა (№ 18) და ჯეიმი კოუპს (№ 19). ამ ცვლილების გამო დაბალრეიტინგიანი მოთამაშეების კვალიფიკაცია უფრო დიდხანს გაგრძელდა. გარდა ამისა, რონი ო’სალივანი და სტივ დეივისი ტურნირიდან მოეხსნენ, ორივემ ცუდი ჯანმრთელობა მოიმიზეზა. მაგრამ ეს რონი ო'სალივანმა ჯერ კიდევ შეჯიბრების დაწყებამდე განაცხადა, დეივისმა კი 1/8 ფინალში თამაშზე თქვა უარი.
გამარჯვებული: GB£ 48 000 |
უმაღლესი ბრეიკი კვალიფიკაციაში: £ 500 მაქსიმალური ბრეიკი კვალიფიკაციაში: £ 1 000 საერთო საპრიზო ფონდი: £ 271 000 [3] |
უაილდკარდ რაუნდის მატჩები გათამაშდა 8 ნოემბერს მანამაში. მათში მონაწილეობა მიიღო კვალიფიკაციის ექვს მოთამაშემ, რომლებსაც ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდათ, და მოთამაშეებმა, რომლებმაც უაილდკარდი მიიღეს.
Матч | Счёт | ||
---|---|---|---|
WC1 | ![]() |
1:5 | ![]() |
WC2 | ![]() |
1:5 | ![]() |
WC3 | ![]() |
0:5 | ![]() |
WC4 | ![]() |
0:5 | ![]() |
WC5 | ![]() |
1:5 | ![]() |
WC6 | ![]() |
0:5 | ![]() |
ფინალი: მატჩი 17 ფრეიმისგან. რეფერი: ეირიან უილიამსი Bahrain International Exhibition Centre, მანამა, ბაჰრეინი, 15 ნოემბერი 2008. | ||
მეთიუ სტივენსი (14) ![]() |
7:9 | ნილ რობერტსონი (8)![]() |
დღის სესია: 0-129(129), 13-117(117), 4-108(96), 69-68(68), 1-75(75), 82(51)-22, 75(70)-0 საღამოს სესია: 56-70(63), 67-47, 115(71)-0, 32-64, 110(110)-5, 73-48, 61-64, 1-96(53), 8-77 | ||
110 | უმაღლესი ბრეიკი | 129 |
1 | სენჩერი-ბრეიკები | 2 |
4 | ბრეიკები 50-ზე ზემოთ | 7 |
კვალიფიკაცია 2008 წლის ბაჰრეინის ჩემპიონატზე გაიმართა 27-30 ოქტომბერს პრესტატინში, უელსში.[8]
|
|
|
|