ბეიაზით იოზთურქი Beyazıt Öztürk | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
12 მარტი, 1969 ბოლუ ![]() |
ეროვნება | თურქი |
მოქალაქეობა |
![]() |
ეთნიკურად | ქართველი |
განათლება | ანადოლუს უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
მსახიობი იუმორისტი კინოპროდიუსერი |
აქტიური | 1995-დან დღემდე |
სიმაღლე | 1.85 მ[1] |
წონა | 80 კგ[1] |
მშობლები |
მამა: ალი რიზა ოზთურქი დედა: ნურთენ ოზთურქი |
საიტი | ოფიციალური ვებ-გვერდი |
ბეიაზით (ბეიაზ) იოზთურქი (თურქ. Beyazıt Öztürk; დ. 12 მარტი 1969, ბოლუ, თურქეთი) — თურქი მსახიობი, შოუმენი, პროდიუსერი და იუმორისტი.[2]
დაიბადა 1969 წლის 12 მარტს თურქეთის ქალაქ ბოლუში[3]. ბეიაზითი მამის მხრიდან ქართველია[4]. მამა პოლიციელი, ხოლო დედა დიასახლისი იყო. დაამთავრა ანადოლუს უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.
უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად, მუშაობდა ესქიშეჰირის რადიოში. 1996 წლიდან დღემდე წამყვანია თურქეთის ყველაზე პოპულარულ შოუს — Beyaz Show-ის, რომელიც გადის Kanal D-ზე[5].