ბეიჰაკი, აბუ ლ-ფაზლ მუჰამედ იბნ ჰუსეინ (დაახლ. 996 - გ. 1077) – სპარსელი ისტორიკოსი და მწერალი.[1] თითქმის 20 წელი მსახურობდა ღაზნევიდების სახელმწიფოს საგარეო საქმეთა დივანში. დაწერა 30-ტომიანი ნაშრომი „ბეიჰაკის ისტორია“. ჩვენამდე მოღწეულია თხზულების ნაწილი“მასუდის ისტორია“, რომელიც მოიცავს სულთან მასუდის ზეობის წლებს (1030-1041 წწ.) ნაშრომი ძვირფასი წყაროა სამანიდებისა და ღაზნევიდების სახელმწიფოების ისტორიის შესასწავლად. ბეიჰაკი მოგვითხრობს იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ასახავს სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობას და ფეოდალთა ყოფას.