ტურიზმი ბელგიაში ქვეყნის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და ხელმიწაწვდომია მთელი ევროპიდან, რაც ბელგიას პოპულარულ ტურისტულ დანიშნულებად აქცევს. ტურიზმის ინდუსტრია ბელგიის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,8 % აწარმოებს და ასაქმებს დასაქმებული მოსახლეობის 3,3 %-ს.[1] 2005 წელს ბელგიას 6,7 ადამიანი ესტუმრა.[2] მათი ორი მესამედი მეზობელი ქვეყნებიდან — საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და გერმანიიდან ჩამოვიდა.
1993 წელს, ტურიზმში დასაქმებული იყო მთლიანი სამუშაო ძალის 2 %, ბევრად ნაკლები, ვიდრე მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში.[3] ტურიზმის ინდუსტრიის უმეტესი ნაწილი განლაგებულია მაღალგანვითარებულ სანაპირო ზოლსა და არდენების რეგიონში.[4] კულტურულ ტურიზმში მრავალ ადამიანს იზიდავს ქალაქები: ბრიუსელი, ბრიუგე, გენტი, ანტვერპენი, ლევენი, მეხელენი.[2]
2007 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ბელგიამ 21-ე ადგილი დაიკავა მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით, ყველა მეზობელ ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი.[5] 2005 წელს, ბელგიამ საერთაშორისო ტურიზმიდან 9,863 მლრდ აშშ დოლარი მიიღო.
|