ბელოსელსკი-ბელოზერსკის სასახლე

ბელოსელსკი-ბელოზერსკის სასახლე.
სასახლის ხედი ანიჩკოვის ხიდის მოპირაპირედ, 1850 წ.

ბელოსელსკი-ბელოზერსკის სასახლე (რუს. Дворец Белосельских-Белозерских) — ნეო-ბაროკოს სტილის სასახლე სანქტ-პეტერბურგში, ნევის პროსპექტისა და მდ. ფონტანკას გადაკვეთასთან. 1750-იან წლებში აგებული სასახლე სარკისებრი ანარეკლია ბართოლომეო რასტრელის სტროგანოვის სასახლის და მის მოპირდაპირედ დგას ნევსკიზე.

სასახლე საკუთარ საწყისს გრაფინია ბელოსელსკაია-ბელოზერსკაიას მე-18 საუკუნის სახლიდან იღებს. 1799 წელს მან დაიქირავა არქიტექტორი ფიოდორ დემერცევი შენობის ნეოკლასიკურ სტილში რეკონსტრუქციისთვის. მისი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ სასახლე მემკვიდრეობით ერგო მის ცოლს, რომელმაც შემდეგ გრაფ ვიქტორ კოჩუბეი უმცროსზე იქორწინა.

გადმოცემის თანახმად კოჩუბეის სურდა მისი მეუღლის სასახლე ქუჩის მოპირდაპირედ მდგარი რასტრელისეული სტროგანოვის სასახლის მოპაექრე ყოფილოყო და ამგვარად დაიქირავა ანდრეას შტაკენშნაიდერი და დავიდ იენსენი მისი ასლის შესაქმენლად. 1847-48 წელს ჩატარებული მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შედეგად სასახლემა ბრწყინვალე როკოკო იერი მიიღო. შენობის ბრწყინვალებით მოხიბლულმა კნიაზმა სერგეი ალექსანდროვიჩმა 1883 წელს ის საკუთარი რეზიდენციისთვის შეისყიდა.

1905 წელს სერგეის მკვლელობის შემდეგ მისმა ქვრივმა ელიზავეტამ სასახლე საჩუქრად მის ძმისწულს დმიტრი პავლოვიჩს გადასცა. ამ უკანასკნელმა რუსეთის რევოლუციის პერიოდში სასახლე სასწრაფოდ გაყიდა, ორი წლის შემდეგ კი ახალმა მთავრობამ მისი ნაციონალიზაცია მოახდინა და 1991 წლმადე აქ ადგილობრივი საბჭო იყო განლაგებული, რის შემდეგაც ის მუნიციპალური კულტურულ ცენტრად გადაკეთდა. სასახლის როკოკო ინტერიერი მეორე მსოფლიო ომისგან დანგრევას გადაურჩა. 1954 წელს სასახლე ადრინდელ მდგომარეობაში აღდგა და ამჟამად აქ კამერული ორკესტრის კონცერტები იმართება მცირე აუდიენციებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]