ბენერიბი[1] იეროგლიფებში | |||
|
ბენერიბი — ძველი ეგვიპტის I დინასტიის დედოფალი. მისი სახელი „ტკბილ გულს“ ნიშნავს. იგი იყო ფარაონ ჰორ აჰას ცოლი, მაგრამ არ იყო მისი მემკვიდრის ჯერის დედა, მისი დედა ჰორ-აჰას მეორე ცოლი - ხენთაპი იყო. სპილოს ძვლის ყუთი სახელებით ბენერიბი და ჰორ-აჰა აღმოაჩინეს აბიდოსში და ახლა ის ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ბენერიბის ტიტულები არ არის ცნობილი, ასევე არც მისი მშობლების შესახებ მოიპოვება ინფორმაცია. იგი დაკრძალულია უმ-ელ-ქააბში სამარხ B14-ში.