ბერგსე-მაასი | |
---|---|
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სიგრძე | 29 კმ |
ბერგსე-მაასი ვიკისაწყობში |
ბერგსე-მაასი (ნიდერლ. Bergse Maas; სფა: [ˈbɛrxsə ˈmaːs]) — არხი, რომელიც აშენდა ნიდერლანდებში 1904 წელს როგორც მდინარე მაასის დამატებითი კალაპოტი. სიგრძე 29 კმ. გაედინება ჩრდილოეთი ბრაბანტის ტერიტორიაზე. ამჟამად მაასი იყოფა აფგედამდე-მაასად და ბერგსე-მაასად. პირველი ჩრდილოეთისაკენ მიედინება და მდინარე ბოვენ-მერვედეს წარმოქმნის. საკუთრივ ბერგსე-მაასს აქვს დასავლური მიმართულება მაასის ძირითადი კალაპოტის სახით.