ბერკელი | |
---|---|
ქვეყანა |
გერმანია ნიდერლანდები |
სიგრძე | 110 კმ |
ბერკელი ვიკისაწყობში |
ბერკელი (გერმ. Berkel; ნიდერლ. Berkel) — მდინარე ნიდერლანდებსა და გერმანიაში, ეისელის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 110 კმ. სათავე აქვს ქალაქ ბილერბეკის მახლობლად. ზემო დინებაში რამდენიმე კილომეტრზე გამომუშავებულია მეანდრები. ქალაქ ფრედენსა (გერმანია) და სოფელ რეკენს (ნიდერლანდები) შორის კვეთს გერმანია-ნიდერლანდების საზღვარს. რკინიგზის გაყვანამდე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა იყო. ნაპირზე გაშენებულია არაერთი ქალაქი.