ბეტი ჰუ | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯესიკა ენ ნიუჰემი |
დაბ. თარიღი | 5 ოქტომბერი, 1991 |
დაბ. ადგილი | სიდნეი |
წარმოშობა | სიდნეი, ავსტრალია |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, დენს-პოპი, სინთ-პოპი, ელექტრო-პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 2010 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | bettywhomusic.com |
ბეტი ჰუ ვიკისაწყობში |
ჯესიკა ენ ნიუჰემი (ინგლ. Courtney Michaela Coco Jones; დ. 5 ოქტომბერი, 1991, სიდნეი, ავსტრალია), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ბეტი ჰუ — ავსტრალიელ-ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. კარიერის დასაწყისში გამოუშვა სინგლი „Somebody Loves You" (2012) და სადებიუტო EP, The Movement (2013). მალევე ხელი მოაწერა კონტრაქტს RCA Records-თან და მოგვიანებით გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Take Me When You Go (2014). 2017 წელს გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი, The Valley. მალევე გამოუშვა კომპოზიციის „I Love You Always Forever" ქავერი. ნამუშევარი მოხვდა ავსტრალიის სინგლების ჩარტის ტოპ-ათეულსა და ბილბორდის Danse/Club სიმღერების ჩარტების სათავეში.
მუსიკოსის სამსახიობო დებიუტი შედგა ბროდვეიში 2023 წლის 5 სექტემბერს.
ჯესიკა ენ ნიუჰემი დაიბადა სიდნეიში, ავსტრალიაში. 4 წლის ასაკში დაიწყო ვიოლინოსა და ჩელოზე დაკვრა. 2007 წელს გადავიდა შტატებში და სწავლა დაიწყო მიჩიგანის ინტერლოჩენის ხელოვნების ცენტრში. 14 წლის ასაკში დაწერა პირველი სიმღერა და დაიწყო კომპოზიციების შესრულება. პირველ სემესტრში შეხვდა პროდიუსერ პიტერ თომასს.
ბეტი ჰუმ გამოუშვა თავისი სადებიუტო სიმღერა „Somebody Loves You" 2012 წელს. კომპოზიციამ პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტში. მოგვიანებით გამოუშვა სიმღერის კლიპი და რემიქსი FM Attack-თან ერთად. მისი პირველი EP სახელწოდებით „The Movement" გამოვიდა 2013 წელს. მალევე ხელი მოაწერა კონტაქტს RCA Records-თან.[1] 2013 წლის 11 სექტემბერს, სპენსერ სტაუტმა ატვირთა YouTube-ის ვიდეო, რომელშიც გამოიყენა ჰუს სიმღერა „Somebody Loves You". მალევე ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და კომპოზიცია 44-ე ადგილზე გავიდა iTunes-ის ჩარტებში. ნამუშევარი „Somebody Loves You" ბილბორდის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა.[2][3] სადებიუტო EP, The Movement, გამოვიდა 2013 წლის 17 აპრილს. მან გამოუშვა კიდევ ერთი EP სახელწოდებით Slow Dancing 2014 წელს. პირველი სინგლი ამ EP-დან, სახელწოდებით "Heartbreak Dream", გამოვიდა iTunes-სა და Google Play-ზე 2014 წლის 18 თებერვალს.[4]
მისი ალბომი, Take Me When You Go, გამოვიდა 2014 წელს. კომპოზიცია „All of You", მოხვდა ბილბორდის დენს-სიმღერების ჩარტის სათავეში.[5] 2016 წლის 3 ივნისს გამოუშვა დონა ლუისის კომპოზიციის, „I Love You Always Forever" ქავერი. ის მოხვდა ბილბორდის დენს-სიმღერების ჩარტის სათავეში და მიაღწია მე-6 ადგილს ARIA სინგლების ჩარტში. 2017 წლის 24 მარტს გამოვიდა მუსიკოსის მეორე ალბომი The Valley.
2018 წლის 19 იანვარს ბეტიმ გამოუშვა „Ignore Me", მისი პირველი სინგლი RCA Records-ის დატოვების შემდეგ.[6] მალევე გამოუშვა კაილი მინოუგის სიმღერის, „Come Into My World". კომპოზიცია გამოვიდა სპეციალურად Amazon Music-ის კომპილაციურ ალბომში.[7] 2018 წელს გამოუშვა Widelife-ის სიმღერის „All Things (Just Keep Getting Better)" რემიქსი Netflix-ის შოუსთვის Queer Eye. მისი მესამე EP, „Betty, Pt. 1", გამოვიდა 2018 წლის 15 ივნისს.[8] ნამუშევრიდან გამოვიდა ორი სინგლი „Ignore Me" და „Look Back". მალევე გამოუშვა სინგლი „Between You & Me" 2018 წლის 14 ნოემბერს. ამას მოჰყვა კიდევ ერთი სინგლი „I Remember" 2019 წლის 10 იანვარს.[9]
სამსახიობო დებიუტი შედგა 2020 წლის სექტემბერში ფილმში Unpregnant.[10] 2022 გახდა რეალითი შოუს „The One That Got Away" წამყვანი. 2022 წლის 3 ივნისს გამოუშვა ახალი სინგლი „Blow Out My Candle". კომპოზიცია გახდა მისი მეოთხე ალბომის წამყვანი სინგლი, რომელიც გამოვა 2022 წლის ბოლოს.[11] ამას მოჰყვა ახალი სინგლი „Big!" მოგვიანებით.
2023 წლის 5 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი ბროდვეის თეატრში მიუზიკლში Hadestown, სადაც შეასრულა პერსეფონე.[12]
ბეტი საკუთარ თავს „ქვიარ, ბისექსუალ ქალს“ უწოდებს.[13] 2014 წელს ჰუმ დაიწყო შეხვედრა ფოტოგრაფ ზაკ კასართან. წყვილი დაინიშნა 2017 წლის 21 ნოემბერს. ისინი დაქორწინდნენ 2020 წელს. ბეტი არის ავსტრალიისა და შეერთებული შტატების ორმაგი მოქალაქე.[14]