ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა (შემოკლებით „ბმა“) — მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, შექმნილი საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით. ზოგიერთ ქვეყანაში ბმა წარმოადგენს იურიდიულ პირს, თუმცა საქართველოში მას ამგვარი სტატუსი არ გააჩნია. საქართველოში ბმა დაფუძნებულად ითვლება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან (2007 წ) ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა.[1]
საქართველოში ბმა შეიძლება ჰქონდეს საანგარიშგებო და სხვა ანგარიშები ბანკში, აგრეთვე სხვა საჭირო რეკვიზიტები, განცალკევებული ქონება. სამართლებრივ ურთიერთობებში ბმა წარმოადგენს თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი. ბმა პასუხს არ აგებს თავისი წევრების ვალდებულებებზე.[2] მიზნის მისაღწევად ბმა უფლება აქვს ეწეოდეს არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობას. [3]
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი. მას შეიძლება ჰქონდეს საანგარიშგებო და სხვა ანგარიშები ბანკში, აგრეთვე სხვა საჭირო რეკვიზიტები.[2]
ბმა საქმიანობას უძღვება თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრული ვადით აირჩევა წევრთა კრების მიერ, წევრთა ხმების 2/3-ით. თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ბმა ნებისმიერი წევრი ან მოწვეული მმართველი. თამვჯდომარე, როგორც წესი:[4]
ბმა მართვის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, სადაც მიიღება საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებული და აგრეთვე, საერთო და ინდივიდუალური ქონების განვითარებასტან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.[5]
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |