ბლასიეჰოლმენი — ნახევარკუნძული ცენტრალურ სტოკჰოლმში, შვედეთის დედაქალაქში. ის მდებარეობს კუნგსტრადგარდენიის აღმოსავლეთით. თავდაპირველად პატარა კუნძული, სახელად კაპლინგენი, 1600-იან წლებში ნორმალმთან შეერთებით ნახევარკუნძულად იქცა. ბლასიეჰოლმენზე არსებულ ნაგებობებს შორის არის „ნატიონალმუზეუმი“, სასტუმროები და საოფისე შენობები.[1] ხიდი სკეპსჰოლმსბრონი ბლასიეჰოლმენს კუნძულ სკეპსჰოლმენთან აკავშირებს.
კოორდინატები: 59°19′47″N 18°04′37″E / 59.3297° ჩ. გ. 18.0769° ა. გ.