ბოგანი-ნანი-ვარტაბონეს ეროვნული პარკი

ბოგანი-ნანი-ვარტაბონეს ეროვნული პარკი

Taman Nasional Bogani Nani Wartabone

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული სულავესი
კოორდინატები 0°33′ ს. გ. 123°40′ ა. გ. / 0.550° ს. გ. 123.667° ა. გ. / -0.550; 123.667
ფართობი 2 871,15 კმ²
დაარსდა 1991
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

ბოგანი-ნანი-ვარტაბონე (ინდონ. Taman Nasional Bogani Nani Wartabone) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სულავესიზე, მინაჰასის ნახევარკუნძულზე. ფართობი 2 871,15 კმ². შეიქმნა 1991 წელს და სახელი ეწოდა ადგილობრივ ნანი ვარტაბონეს პატივსაცემად, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იაპონელებს ებრძოდა.

მსოფლიოს ველური ბუნების კონსერვაციის საზოგადოების მიერ ეროვნული პარკი აღიარებულ იქნა ერთადერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად სულავესიზე კუნძულის ველური ბუნების კონსერვაციისა[1] და დიდი რაოდენობის ენდემური სახეობების დასაცავად.

პარკს საფრთხეს უქმნის უკანონო ტყის ჭრა, ნადირობა და ოქროს მოპოვება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-02. ციტირების თარიღი: 2012-12-21.