პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბოგდან მიშენკო | ||
დაბადების თარიღი | 29 დეკემბერი, 1994 | ||
დაბადების ადგილი | ჰერონიმოვკა, ჩერკასის ოლქი, უკრაინა | ||
სიმაღლე | 1.77 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
ნომერი | 2 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2007–2012 | მოლოდი პოლტავა | ||
2012–2014 | მეტალურგი დონეცკი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2014–2015 | მეტალურგი დონეცკი | 9 | (0) |
2015–2016 | მილსამი ორჰეი | 8 | (0) |
2016–2017 | დესნა ჩერნიგოვი | 11 | (0) |
2017– | დინამო თბილისი | 1 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2015 | უკრაინა 21 წლ. | 1 | |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 მარტი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 მარტი, 2017 |
ბოგდან მიშენკო (უკრ. Богдан Олексійович Мишенко; დ. 29 დეკემბერი, 1994, ჰერონიმოვკა, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი, პოზიციით მარჯვენა მცველი. ამჟამად იცავს „დინამო თბილისის“ ღირსებას.
ახალგაზრდული კარიერა დაიწყო პოლტავის „მლოდიში“. 2012 წელს კონტრაქტი გააფორმა დონეცკის „მეტალურგთან“. 2014 წლამდე ითამაშა ახალგაზრდულ გუნდში, ძირითად გუნდში გაატარა ერთი, 2014-15 წლების სეზონი და 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა (7 მატჩში შეცვლაზე შემოვიდა). უკაინის პრემიერ ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 3 აგვისტოს, ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ. სეზონის დასრულების შემდეგ გამოიძახეს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში. ნაკრებში ჩატარებულ პირველივე მატჩში მიიღო ტრავმა, რის გამოც 6 კვირა გაუცდა.[1] 2015 წლის ივლისში დონეცკის „მეტალურგი“ გაკოტრდა, რის გამოც მიშენკო უკლუბოდ დარჩა.
თავისუფალი აგენტის სტატუსით, სინჯებზე იმყოფებოდა ხარკოვის „მეტალისტში“.[2] 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა მოლდოვურ „მილსამის“,[3] სადაც ნახევარი სეზონი დაჰყო და 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.[4] 2016 წლის იანვრიდან ამავე წლის ივლისამდე უკლუბოდ იყო, შემდეგ შეუერთდა ჩერნიგოვის „დესნას“.[5] უკრაინის დონით მეორე ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბში გაატარა ნახევარი სეზონი, ჩაატარა 11 მატჩი (4 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეცვალეს, 7 მატჩში შეცვლაზე შევიდა). 2017 წლის იანვრიდან „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია.
2015 წლის ივნისში, მიშენკო, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, სერგეი კოვალეცმა ვალერი ლობანოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩემპიონატზე გასამართი მატჩებისთვის მიიწვია.[6] ამ ტურნირში უკრაინის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, მიშენკომ მხოლოდ 1 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება, მოლდოვის წინააღმდეგ, იგი მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა, 59-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა. მე-60 წუთზე მიიღებული მძიმე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.
|