ბოვენ-მერვედე | |
---|---|
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სიგრძე | 8,8 კმ |
ბოვენ-მერვედე ვიკისაწყობში |
ბოვენ-მერვედე (ნიდერლ. Boven Merwede; „ზემო მერვედე“) — მდინარე ნიდერლანდებში. სიგრძე 8,8 კმ. წარმოიქმნება ვაალისა და აფგედამდე-მაასის შერწყმის შედეგად ქალაქ ვაუდრიხემის მახლობლად. ჰარდინქსველდ-გისენდამის სიახლოვეს იყოფა ბენედენ-მერვედედ („ქვედა მერვედე“, მარჯვენა ტოტი) და ნიეივე-მაასად („ახალი მერვედე“, მარცხენა ტოტი). გემების ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო გზაა როტერდამიდან გერმანიის მიმართულებით. წყლის ხარჯი საშუალოდ 1500 მ³/წმ.