მკვიდრი მოსახლეობა მისია რობინსონში მონაწილეობისასმკვიდრი მოსახლეობა სწავლობს წერა-კითხვას
ბოლივარული მისიები — სამართლებრივი, სოციალური კეთილდღეობის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლების, საარჩევნო და სამხედრო პროგრამები, რომლებიც ვენესუელას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა დანერგა. მათი ზოგადი სახელი დაკავშირებულია სამხრეთი ამერიკის გმირთან — სიმონ ბოლივართან.
ბოლივარული მისიები მოიცავს სიღარიბის წინააღმდეგ წამოწყებულ ინიციატივებს,[1] ღარიბებისთვის ათასობით უფასო კლინიკის აშენებას,[2] მილიონი მოზარდისთვის ინსტიტუტებში სწავლის დაფინანსებას,[3] და საბინაო სუბსიდიებს.[4] ჩვილების გარდავალების მაჩვენებელი 1998 წლიდან 2006 წლამდე შემცირდა 18.2% - ით.[5][6] მთავრობამ 2007 წლის ბიუჯეტის 44.6% მიმართა სოციალურ ინვესტიციებზე, რომელიც 1999-2007 წლების მშპ.-ს 12.8%-ია.[7]ჯინის ინდექსი 1998 წლიდან 2007 წლამდე შემცირდა 48.7-დან 42-მდე.[8] ჩავესის პრეზიდენტობის დროს სიღარიბე მკვეთრად შემცირდა 59.4%-დან 30.2%-მდე 2006 წლის მონაცემებით. ხოლო უკიდურესი სიღარიბე 21.7%-დან 9.9%-მდე იგივე პერიოდში.[9]
მისია რობინსონი (დაიწყო 2003 წლის ივლისში) – მოხალისეების დახმარებით წერა-კითხვისა და არითმეტიკის მოზარდებისათვის სწავლება.
მისია რიბასი (დაიწყო 2003 წლის ნოემბერში) – მოიცავს კურსებს მათთვის, ვინც სკოლის ბოლო კლასები მიატოვა. სახლი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირის ხოსე ფელიქს რიბასის საპატიოდ ეწოდება.
მისია სუკრე (დაიწყო გვიან 2003 წელს) – მოიცავს უმაღლესის უფასო კურსებს.
მისია ბარიო ადენტრო ("მისია სამეზობლოში") – ინიციატივები რომლებიც ხორციელდებოდა საზოგადო ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად (როგორც კლინიკურ ასევე ჰოსპიტალურ დონეზე), ასევე პრევენციისთვის ღარიბ უბნებში სამედიცინო პუნქტების შექმნა.
მისია გუაიკაიპურო (დაიწყო 2003 წლის ოქტომბერში) – ახორციელებს ვენესუელის გარემს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. იგი ახდენს ადგილობრივი დასახელებების აღდგენას, და მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დაცვას.
მისია ვუელტ-ალ-კამპო ("სოფელშ დაბრუნება"; დაიწყო 2005-ში) – ხელსუწყობს გაღარიბებული და უმუშევარი სოფლელი ვენესუელელბის სოფელში დაბრუნებას.
მისია არბოლი ("მისია ხე", დაიწყო 2006 წლის ივნისში) – აღადგენს ვენესუელის ტყეებს, გეგმაშია 100,000 ხის დარგვა 5 წლის განმავლობაში. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სოფლის მოსახლეობის ჩრთვა. პროექტის მიზანია ადგილობრივების თვით ორგანიზების მიღწევა.[10]
მისია სიენსია (დაიწყო 2006 წლის თებერვალში) – პროექტი მოიცავს 400,000 ადამიანის მომზადებას პროგრამირებაში,[11] ასევე სკოლარშიპებს კურს დასრულებულებისათვის და ლაბორატორიების შექმნას.[12]
მისია ვუელლვან კარასი – მისი მიზანია ვენესუელის ეკონომიკის სოციალური მიმართულებით შებრუნება. უგო ჩვესის ხედვით მისიის საბოლოო მიზანია: "ხარისხიანი და ღირსეული ცხოვრება ყველას".[13]
მისია კორაზონ ადენტრო(დაიწყო 2004 წელს) - პილოტირებულია კარაკასის ტერიტორიაზე, მისი მიზანია ვენესუელელების იდენტურობის გაზრდა კულტურის გამოყენებით.[14]
↑UNICEF. (UNICEF, 2005). "Venezuela’s Barrio Adentro: A Model of Universal Primary Health Care". Retrieved 15 October 2005. UNICEF, p. 2. "Barrio Adentro ... is part and parcel of the government's longterm poverty-reduction and social inclusion strategy to achieve and surpass the Millennium Development Goals."