ბორის საგალი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
18 ოქტომბერი, 1923 ეკატერინოსლავი, უსსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
22 მაისი, 1981 (57 წლის) ორეგონი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
აქტიური | 1955–1981 |
ბორის საგალი (დ. 18 ოქტომბერი, 1923, ეკატერინოსლავი, სსრკ — გ. 22 მაისი, 1981, ორეგონი, აშშ) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი კინო და ტელერეჟისორი, საბჭოთა მსახიობის, დანილ საგალის ძმა და კეტი საგალის მამა.[1]
დაიბადა ეკატერინოსლავში, უკრაინა. მშობლებმა საგალი ბავშვობაში წაიყვანეს აშშ-ში. სწავლობდა იელის დრამის სკოლაში. ბორისის ძმა, დანილი დარჩა რუსეთში და გახდა ცნობილი მსახიობი.[2]
ბორისმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა ფილმში „ადამიანი ომეგა“. აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო პროექტებში: „ბინდის ზონა“, „T.H.E. Cat“, „ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ“, „კოლუმბო“, „პიტერ განი“ და სხვები. ის ოთხგზის იქნა ნომინირებული ემის პრაიმ-ტაიმის პრემიაზე.
ბორის საგალი გარდაიცვალა 1981 წლის 22 მაისს, ტელესერიალ „მესამე მსოფლიო ომის“ გადაღებების დროს — ვერტმფრენიდან გადმოსვლისას, შემთხვევით მოჰყვა ვერტმფრენის უკანა პროპელერში.[3]
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)