ბორომანია, ბოროიტისი ან ბორო ციებ-ცხელება — პოლიტიკური ფენომენი აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში 1890-იან წლებში, რომელიც გამოიხატებოდა მცირე ზომის დაბის ტიპის ოლქების დიდი რაოდენობით შექმნაში. ეს იყო მცდელობა ნიუ-ჯერსის საკანონმდებლო ორგანოსი, რომელსაც სურდა ადგილობრივი მმართველობის რეფორმირება, რამაც გამოიწვია მცირე-მოსახლეობით შემდგარი ბევრი დაბის ტიპის ოლქების და მუნიციპალიტეტების გაჩენა, რომელიც დღესაც ჰყოფს შტატის პოლიტიკურ რუკას მრავალ ნაწილად. 2014 წლის მონაცემებით ნიუ-ჯერსის შტატში 565 მუნიციპალიტეტია.