![]() | |
![]() ბოსნია და ჰერცეგოვინა |
![]() თურქეთი |
ბოსნია და ჰერცეგოვინა-თურქეთის ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს თურქეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ თურქეთმა 1992 წლის 6 თებერვალს აღიარა ბოსნია და ჰერცეგოვინის დამოუკიდებლობა. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1992 წლის 29 აგვისტოს[1]. ბოსნია და ჰერცეგოვინას აქვს ორი საელჩო თურქეთში ანკარაში და იზმირში და საკონსულო სტამბოლში. ბოსნია და ჰერცეგოვინაში კი მოქმედებს სალეჩო სარაევოში და საკონსულო მოსტარში.
1995 წელს თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი იყო შუამავალი ბოსნია და ჰერცეგოვინას და ხორვატიას შორის სპლიტის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს[2].