ბოუზოვის ციხესიმაგრე (ჩეხ. Hrad Bouzov) — XIV საუკუნის ციხესიმაგრე, რომელიც პირველად 1317 წელს იხსენიება.[1] ის აშენებულია სოფელ გვოზდეკსა და ქალაქ ბოუზოვს შორის მთაზე. ლიტოველიდან დასავლეთით 21 კილომეტრში, ხოლო ოლომოუციდან ჩრდილო-დასავლეთით 28 კილომეტრში. ციხე-სიმაგრე გამოყენებულია მრავალ ფილმში.