ბოჰნიცე (ჩეხ. Bohnice) არის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის უბანი და საკადასტრო ტერიტორია 465,9 ჰა ფართობით პრაღა 8-ის რაიონში, მდ. ვლტავის მარჯვენა ნაპირზე, პრაღის ჩრდილოეთით.
წლების მიხედვით: 1227 Boymici, 1352–1384 Boemycz, 1405 Bohemicz – სავარაუდოდ მე-13 საუკუნის ვიშეჰრადის მეკანონის იოჰან ბოჰემუსის სახელიდან გამომდინარე.
1970-იან წლებში ბოჰნიცის სამხრეთ და ტროის ჩრდილოეთ ნაწილში აშენდა დიდი საცხოვრებელი მასივი ბოჰნიცე. მისი სამხრეთი ნაწილი, რომელიც ტროის საკადასტრო უბანში მდებარეობს ხშირად აღინიშნება როგორც ბოჰნიცე-სამხრეთი. საცხოვრებელი მასივი დააპროექტა არქიტექტორმა ვ. ჰავრანეკმა. მასივი დაპროექტდა 30 000 მცხოვრებზე, აშენდა დაახლოებით 10 000 ბინა.