ბრაიან მორისონი (დ. 14 აგვისტო, 1942 — გ. 27 სექტემბერი, 2008[1]) — ინგლისელი ბიზნესმენი, მუსიკალური გამომცემელი და პოლოს მოთამაშე.
1968 წელს დააარსა Lupus Music, საგამომცემლო კომპანია, პინკ ფლოიდის, სიდ ბარეტის, The Pretty Things-ის, The Aynsley Dunbar Retaliation-ის, T. Rex-ის, Doctors of Madness-ის და Free-ს წარმომადგენელი.
ბრაიანი აგრეთვე იყო კონცერტების აქტიური ორგანიზატორი.