ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა | |
---|---|
Hochschule für Bildende Künste Braunschweig | |
![]() | |
დაფუძნდა | 1963 |
დამფუძნებელი (-ები) | სახელმწიფო |
ტიპი | art academy და საჯარო უნივერსიტეტი |
თავმჯდომარე | Dieter Welzel[1] |
პრეზიდენტი | ვანესა ოლრაუნი |
პროფესორი | 50 |
სტუდენტი | 1 004 |
ქალაქი | ბრაუნშვაიგი |
მხარე |
![]() |
ქვეყანა |
![]() |
კავშირები | Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[2] , Hochschulrektorenkonferenz[3] და Informationsdienst Wissenschaft[4] |
www.hbk-bs.de |
ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა (გერმ. Die Hochschule für Bildende Künste Braunschweig, ხოლო შემოკლებით – HBK Braunschweig ჰა-ბე-კა ბრაუნშვაიგი) სახელოვნებო პროფილის სპეციალური უმაღლესი სასწავლებელი ქალაქ ბრაუნშვაიგში.
ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა დაარსებულ იქნა 1963 წელს. სკოლის კამპუსი მდებარეობს 19-ე საუკუნის გამოჩენილი მოღვაწის, ბრაუნშვაიგის ჰერცოგის კარის მთავარი მკინძავი-ოსტატის იოჰანეს ზელენკას (გერმ. Johannes Selenka) სახელობის მოედანზე, იოჰანეს-ზელენკა-პლატცზე.
უმაღლესი სასწავლებლის კამპუსის შემოგარენში, სხვათა შორის, შედის 1934 წლიდან 1935 წლამდე არქიტექტორ ჰანს ბერნჰარდ რაიხოს (გერმ. Bernhard Reichow) გეგმის მიხედვით აშენებული სამოსის სამსახურის გერმ. Bekleidungsamt შენობა, მათ შორის, ექსპო 2000-ისთვის არქიტექტორ რიკარდო ლეგორეტას (ესპ. Ricardo Legorreta) პროექტის მიხედვით შექმნილი „მექსიკური პავილიონი“, რომელიც დროის განმავლობაში ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლის სიმბოლოდ იქცა.
ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა მოიცავს შემდეგი სხვადასხვა პროფილის ინსტიტუტებს: