ბრიტანეთის გვიანა — მრავალი ფილატელისტი მიიჩნევს მას ყველაზე სასურველ და იშვიათ საფოსტო მარკად.[1][2] ის 1856 წელს შეზღუდული რაოდენობით გამოიცა ბრიტანეთის გვიანაში (დღევანდელი გაიანა). ის არის ერთადერთი მნიშვნელოვანი საფოსტო მარკა რომელიც არ არის წარმოდგენილი ბრიტანეთის სამეფო ფილატელისტურ კოლექციაში.[3]
ის არაპერფორირებულადაა დაბეჭდილი მეწამულ ქაღალდზე და მასზე იალქნიან ხომალდთან ერთად გამოსახულია კოლონიის ლათინური დევიზი : Damus Petimus Que Vicissim" (ჩვენ გავცემთ და ველოდებით სამაგიეროს). გემი და წარწერა მოქცეულია ვიწრო ოთხკუთხედ ჩარჩოში, რომლის გარეთაც აწერია: გამომშვები ქვეყანა, ორგანიზაცია და ღირებულება. მთლიანი მარკა შემოსაზღვრულია შავი ჩარჩოთი.
2014 წლის 17 ივნისს ერთი ეგზემპლარი გაიყიდა 9,480,000 დოლარად. ბოლო ოთხი გაყიდვის დროს ამ საფოსტო მარკამ ოთხჯერვე სარეკორდო ფასი დააფიქსირა.[4]