ბრიჰადრათჰა (ძვ. წ. 252—224) — მაურიების იმპერიის უკანასკნელი მმართველი ძვ.წ.187 წლიდან ძვ.წ. 180 წლამდე. იგი მოკლა საკუთარმა „სენაპატმა“ (მთავარსარდლი) პუშიამიტრა შუნგამ.
პურანის თანახმად, ბრიჰადრათჰა იყო შატადჰანის მემკვიდრე და 7 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას. მაურიების სამფლობელოები თავმოყრილი იყო დედაქალაქ პატალიპუტრას გარშემო. აშოკას მმართველობის პერიოდიდან, როცა ბრიჰადრათჰა ავიდა ტახტზე, ის მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.
ძვ. წ. 180 წელს ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთი (თანამედროვე ავღანეთის და პაკისტანის ნაწილები) აღმოჩნდა ბერძენ-ბაქტრიელი მეფის დემეტრიოს I-ის თავდასხმების ქვეშ. მან თავისი ხელისუფლება გაავრცელა ქაბულის ხეობასა და პენჯაბის ნაწილში (თანამედროვე პაკისტანი). დემეტრიოსი შეიჭრა, ასევე, მაურიების სამფლობელოებში ბრიჰადრათჰას მმართველობის დროს. პანჩალას ოლქის, აგრეთვე, ქალაქების საკეტისა და მატჰურის ოკუპაციის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს, აიღო დედაქალაქი პატალიპუტრა. თუმცა მალე იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო ბაქტრიაში, სადაც მისი არყოფნის დროს ხელისუფლებისათვის სასტიკი ბრძოლა გაიმართა ევკრადიტებსა და დემეტრიოსებს შორის.