ბრუნო ბაუხი | |
---|---|
ბრუნო ბაუხი | |
დაბ. თარიღი | 19 იანვარი, 1877[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | Osina Wielka |
გარდ. თარიღი | 27 თებერვალი, 1942[1] [2] [3] [4] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | იენა[1] |
მოქალაქეობა | გერმანიის იმპერია |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | იენის უნივერსიტეტი |
გავლენა მოახდინეს | |
ბრუნო ბაუხი (დ. 19 იანვარი, 1877 ― 27 თებერვალი, 1942) ― გერმანელი ნეოკანტიანელი ფილოსოფოსი.
ბრუნო ბაუხი 1877 წლის 19 იანვარს ნოსენში (სილეზია, პრუსია, ამჟამად პოლონეთი) დაიბადა. ფრაიბურგში, სტრასბურგსა და ჰაიდელბერგში ფილოსოფიას სწავლობდა. 1901 წელს ფრაიბურგში ჰაინრიხ რიკერტის ხელმძღვანელობით ნაშრომი დაიცვა, რომელმაც მას უნივერსიტეტში საგნების წაკითხვა შესთავაზა. 1903 წელს ბრუნო ბაუხმა მარტინ ლუთერის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, სადაც 1910 წლამდე დაჰყო. 1911 წლიდან იენის უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა.