ბულა (თილისმა)

ბულა (ლათ. bulla, „ბურთულა“) — ძველ რომში მედალიონი, რომელსაც ყელზე ატარებდნენ დიდგვაროვანთა და თავისუფალ მოქალაქეთა ვაჟიშვილები მოწიფულობის ასაკამდე.

ბულა წარმოადგენდა ყელსაბამზე ჩამოკიდებულ მრგვალ აბგას, რომელშიც თილისმა, ჩვეულებრივ, ფალოსის სიმბოლო, იყო მოთავსებული. რომაელი გოგონები ტიპური ბულის ნაცვლად ატარებდნენ ნახევარმთვარისებურ თილისმას, რომელსაც ლუნულა ეწოდებოდა. მას ქორწინების ღამეს იხსნიდნენ.

  • დუნდუა გ., გაგოშიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.
  • Sebesta, J.L.; Bonfante, L. (2001). The World of Roman Costume. The University of Wisconsin Press.