ბულავინის აჯანყება — 1707-1708 წლებში დონის კაზაკების იმპერიალური რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. აჯანყებას დონის კაზაკების აჩეული ატამანი კონდრატი ბულავინი მეთაურობდა. მიზეზი პეტრე I-ის მთავრობასა და კაზაკებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა იყო. საბრძოლო მოქმედებები პრინც იური დოლგორუკოვის მკვლელობას მოყვა, რომელიც დონის რეგიონში სადამსჯელო ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო. აჯანყების დასასრულად მიიჩნევა 1708 წელს ბულავინის სიკვდილი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, , 1977. — გვ. 557-558.
- ნაკაშიძე, ნ. „დონი კაცს არ უღალატებს“, თბილისი, 1967
- Evgenii V. Anisimov, The Reforms of Peter the Great: Progress Through Coercion in Russia, Tr. John T. Alexander (Armonk, NY: Me. Sharpe, 1993)
- Paul Avrich, Russian Rebels, 1600–1800, (New York, 1972)
- James Cracraft, ed., Major Problems in the History of Imperial Russia, (Lexington, MA: D.C. Heath and Company, 1994)
- Nicholas V. Riasanovsky, Mark D. Steinberg, A History of Russia, 7th ed., (New York: Oxford Univ. Press, 2005)